დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სმარტ ტვ
|
გამოქვეყნდა: 12 ივნისი
/ ბოლო ვადა: 12 ივლისი
|
შპს "სმარტ ტვ" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
შპს "სმარტ ტვ" (https://SmartTV.ge) არის სმარტ ტვ მოწყობილობების სპეციალიზებული ლიდერი ინტერნეტ-მაღაზია, სადაც იყიდება ყველა ტიპის ორიგინალი Smart TV Box-ები, აქსესუარები, სათადარიგო ნაწილები და ასევე სხვა მცირე ზომის ტექნიკა. სრულ ინფორმაციას გაეცანით ჩვენს ოფიციალურ საიტზე: https://SmartTV.ge
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის შერჩევაში დახმარება;
** შეკვეთების მიღება და გაყიდვა როგორც ოფისიდან, ასევე ტელეფონით და ინტერნეტით;
** ოფისში მომხმარებლების და ვიზიტორების დახვედრა;
** კომპანიაში წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა;
** პროდუქციის მიღება-დასაწყობება, აღრიცხვის წარმოება; პროდუქციის გამზადება გასაყიდად;
** ფოსტა-კურიერებთან კომუნიკაცია;
** საოფისე საქმიანობა;
** ტელეფონზე და ინტერნეტით კომუნიკაცია (მათ შორის: ელფოსტა, სოციალური ქსელები);
** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;
** ხელმძღვანელის მიერ მოცემული დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office).
უნარ-ჩვევები:
** გამართული და სხარტი მეტყველება;
** სწრაფი, კომუნიკაბელური, პოზიტიური, მოწესრიგებული;
** გუნდში მუშაობის უნარი; კომპანიის დადგენილი სტანდარტების შესრულება;
** სიახლეების იოლი ათვისების და ხელმძღვანელის მიერ სწავლება-მითითებების შესრულების უნარი.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
** ანაზღაურება: შეთანხმებით (ზრდის პერსპექტივით);
** სამუშაო ადგილი: მეტრო ისნის მიმდებარედ;
** კომფორტული სამუშაო გარემო.
კონტაქტი:
თუ შესაბამისი კანდიდატი ბრძანდებით, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) სურათით ელფოსტაზე: smartzodi@gmail.com და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ოფისის მენეჯერი".
|
|
|
|