Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=641311&print=yes&view=jobs
 
ბიზნეს ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
შემოუერთდი TNET- ის ციფრულ ეკოსისტემას Business analyst-ის პოზიციაზე!

https://www.tnet.ge/
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა;
სამუშაო გრაფიკი: ორშ. -პარ, 10:00-19:00

შენი როლი თინეთში:

** პროგრამული განვითარების პროცესში ბიზნეს საჭიროების განსაზღვრა და ანალიზი;
** ფუნქციონალის აღწერის დოკუმენტაციის შეთანხმება დეველოპმენტ გუნდთან და stakeholder-ებთან;
** დეველოპერებისათვის ტექნიკური დავალების მომზადება და კონსულტაციის გაწევა სისტემის ფუნქციონალთან დაკავშირებულ საკითხებზე პროექტის ინიცირებიდან დასრულებამდე, პროექტის სასიცოცხლო ციკლის ყველა ფაზაში;
** ფუნქციონალის აღწერის დოკუმენტაციის სტანდარტების მიხედვით განთავსება ხელმისაწვდომ სივრცეში (Jira, Confluence);
** ნებისმიერი თასქის Product Requirement Documentation (PRD) მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** გაწერილი ამოცანებისა და შესრულებული დავალებების პროგრესის გაზომვა;
** ვენდორებთან კომუნიკაცია;
** საფორთის გუნდთან კომუნიკაცია ნებისმიერი ინფორმაციის გაზიარება;
** პროდუქტების განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
** ახალი ინოვაციური სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების დანერგვისკენ მუდმივი სწრაფვა.

ეს ვაკანსია შენთვის საინტერესოა, თუ:

** გაქვს ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-4 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** გაქვს უმაღლესი განათლება (სასურველია, ბიზნესის ადმინისტრირების, პროექტების მენეჯმენტში, ან/და მომიჯნავე სფეროში);
** იცი ინგლისური ენა B2 დონეზე; გაქვს Agile მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება;
** გაქვს JIRA-ში მუშაობის გამოცდილება.

თინეთში დაგხვდება:

** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა; ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
** ჯანმთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
** კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;
** მოქნილი სამუშაო გარემო.

თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge

პერსონალური მონაცემების დაცვა:

შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge;
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია