Робота для біженців з України
QA ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: QA ინჟინერი
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
შემოუერთდი "TNET"-ის ციფრულ ეკოსისტემას QA ინჟინრის პოზიციაზე!

https://www.tnet.ge/

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა;
სამუშაო გრაფიკი: ორშ. -პარ, 10:00-19:00.

შენი როლი თინეთში:

** მობილური აპლიკაციების ტესტირება (Android, iOS).
** არსებული ციფრული პროდუქტების შესწავლა;
** ხარვეზების იდენტიფიკაცია და ტესტირება;
** აღმოჩენილი შეცდომების დეტალური აღწერა და რეპორტინგი;
** ტესტ ქეისების, ჩექლისტების, ტესტირების გეგმის შედგენა და განხორციელება;
** ტექნიკური დოკუმენტის ანალიზი.

ეს ვაკანსია შენთვის საინტერესოა, თუ გაქვს:

** QA ტესტერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** QA მეთოდოლოგიის, ინსტრუმენტების და ტესტის დიზაინის პრინციპების ცოდნა;
** HTML, CSS, SQL და სხვა პროგრამული საკითხების ცოდნა;
** API-ს ტესტირების გამოცდილება;

კიდევ უფრო საინტერესოა თუ:

** გაქვს JIRA-ში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** გაქვს ეჯაილ მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება;
** იცი ინგლისური ენა B2 დონეზე.

თინეთში დაგხვდება:

** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
** კორპორაციული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;
** მოქნილი სამუშაო გარემო.

თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge.

პერსონალური მონაცემების დაცვა:

შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge.
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე