დასახელება:
ტექნიკოსი
|
მომწოდებელი:
საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი
|
გამოქვეყნდა: 11 ივნისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი / პროექტი: ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** საბაგიროზე არსებული დანადგარების და მოძრავი შემადგენლობის ყოველდღიური შემოწმება;
** საბაგიროს შემადგენელი დეტალების და დანადგარების ექსპლუატაციაში გაშვება;
** საბაგირო გზის გეგმური ტექნიკური მომსახურება.
** ტექნიკური შეფერხების შემთხვევაში ხარვეზის იდენტიფიცირება და დროული აღმოფხვრა;
** სათადარიგო ნაწილების და სახარჯი მასალების რაციონალური გამოყენება, ნაშთების კონტროლის პროცესებში მონაწილეობა.
ძირითადი მოთხოვნები:
** ტექნიკური განათლება
** ტექნიკური მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, (დანადგარების ექსპლუატაცია, სერვისი და ინსტალაცია)
** ქართული ენის ცოდნა; უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნას;
** სიმაღლეზე მუშაობის გამოცდილება, სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV hr@gtdf.ge არა უგვიანეს 2025 წლის 27 ივნისის ჩათვლით.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმატებას გისურვებთ!
|
|
|
|