Робота для біженців з України
რეანიმაციის ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეანიმაციის ექთანი
მომწოდებელი: ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას რეანიმაციის ექთნის პოზიციაზე.

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" თბილისის ცენტრში მდებარე JCI აკრედიტაციის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფოსთან წარმოშობილი ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით გაიხსნა.

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. ჰოსპიტალი იცავს მმართველობის თანამედროვე კონცეფციას, რომლითაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.ahtbilisi.com/

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** აჰთ-ის შრომის შინაგანაწესის, ქცევისა და ეთიკის კოდექსის, შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტების დაცვა.
** შრომის უსაფრთხოების, უსაფრთხოების ტექნიკის, სანიტარიისა და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის წესებისა და ნორმების დაცვა.

1.საექთნო პროცესის მართვა:

** ახდენს პაციენტის იდენტიფიკაციას;
** უზრუნველყოფს პაციენტთა ტრიაჟს;
** ახდენს პაციენტის საექთნო შეფასებას კომპეტენციის ფარგლებში;
** ახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას;
** გეგმავს საექთნო მოვლას;
** ახორციელებს საექთნო მოვლას
** ახდენს საექთნო მოვლის შედეგების შეფასებას
** აძლევს რეკომენდაციას პაციენტს და მისი ოჯახის წევრებს კომპეტენციის ფარგლებში
** ახორციელებს პირველად გადაუდებელ დახმარებას.

2.კომუნიკაცია საზოგადოებასა და ჯანდაცვის გუნდთან:

** ამყარებს კომუნიკაციას სამედიცინო პერსონალთან, პაციენტთან და მისი ოჯახის წევრებთან;
** იღებს /გასცემს საჭირო ინფორმაციას;
** არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, აწარმოებს სათანადო კომუნიკაციას.

3.ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების დაცვა:

** იცავს ასეპტიკას;
** იცავს ანტისეპტიკას;
** ატარებს საიზოლაციო შემზღუდველ ღონისძიებებს.

4.სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება:

** აწარმოებს ერთჯერადი გამოყენების საგნების ხარჯთაღრიცხვას;
** აწარმოებს მედიკამენტების ხარჯთაღრიცხვას;
** აწარმოებს სისხლისა და სისხლის შემცველი კომპონენტების ხარჯთაღრიცხვას;
** აწარმოებს საექთნო საქმის ამსახველ სათანადო დოკუმენტაციას.

5.პროფესიული განვითარებისთვის ზრუნვა:

** მონაწილეობს პროფესიულ ტრენინგებში, სემინარებსა და კონფერენციებში;
** იძიებს ინფორმაციას პროფესიული განვითარებისათვის;
** იზიარებს პროფესიულ გამოცდილებას;
** ჩართულია უწყვეტი განათლების პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** საექთნო საქმის ძირითადი ღირებულებები, ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები;
** საექთნო საქმის სოციალური, კულტურული, სულიერი, ეკონომიკურ-პოლიტიკური ასპექტები;
** პრაქტიკოსი ექთნის როლი ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და უზრუნველყოფაში, როგორც ინდივიდუალურად, ასევე მულტიდისციპლინურ პროფესიულ გუნდში საქმიანობის კონტექსტში;
** პაციენტის ტრიაჟი, პირველადი საექთნო შეფასება და მონიტორინგი;
** გადაუდებელი მედიცინის საფუძვლები (BLS, ACLS, PHTLS, ATLS);
** სამედიცინო ტერმინოლოგია;
** სტანდარტები საექთნო ჩარევის შესახებ;
** საექთნო პროცესის დოკუმენტურად გაფორმების წესი;
** მედიკამენტების გამოყენების, განზავებისა და შენახვის წესები;
** ინფექციის კონტროლისა და პრევენციის წესები;
** ერთჯერადი გამოყენების საგნების დანიშნულება და ჩამონათვალი;
** სისხლისა და სისხლის შემცვლელი კომპონენტების შენახვის წესები;
** სამედიცინო აპარატურასთან მუშაობის წესები;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - Word;
** ინგლისური ენის A2 დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგებზე ორიენტაცია;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მზრუნველი;
** ჰუმანური;
** პუნქტუალური;
** ემპათიური;
** სანდო;
** კეთილსინდისიერი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქის" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვროქმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელექტრონულ მისამართზე: ht@ahtbilisi.com.

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს" pdpo@ahtbilisi.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე