Робота для біженців з України
წარმოების ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ბუღალტერი
მომწოდებელი: ეი-ბი-ეფ
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 01 ივლისი
შპს "ეი-ბი-ეფ" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას წარმოების ბუღალტრის პოზიციაზე .

მდებარეობა: ვაზიანის მიმდებარე ტერიტორია. (მეტრო ზედა- სამგორიდან 20 წთ)
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში ან მონათესავე დისციპლინაში;
** ბუღალტრად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება აუცილებელია;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგად ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** პროგრამა ბალანსში მუშაობის გამოცდილება.

მოვალეობები:

** ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება;
** შესყიდვების/რეალიზაციების/წარმოების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი მისი პროგრამული ასახვა და შენახვა/დაარქივება;
** პერიოდული ინვენტარიზაციები მაკომპლექტებლების და მზა პროდუქციის;
* ბანკებში გადარიცხვის ოპერაციების შესრულება.
* სხვადასხვა ბუღალტრულ დავალებებში ჩართვა ხელმძღვანელის მითითებით.

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
** მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
* მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 1 ივლისი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელფოსტაზე: n.zhorzholadze@marnaveli.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი წარმოების მიმართულებით" რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

ხელფასი: 2500 ლარი. (გასაცემი)
ერთჯერადი კვება კომპანიის სახსრებით.
კომპანიას ემსახურება ტრანსპორტი, მეტრო სამგორი (ზედა) - საწარმოს ტერიტორია

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან
შ.პ.ს. ეი-ბი-ეფ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე