დასახელება:
უფროსი იურისტი
|
მომწოდებელი:
Paysera Bank Georgia
|
გამოქვეყნდა: 11 ივნისი
/ ბოლო ვადა: 11 ივლისი
|
პეისერა ბანკი საქართველო, ქვეყნის პირველი ციფრული ბანკია, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ქართული და ევროპული ანგარიშების (IBAN) უსაფრთხოებას, აგრეთვე Single Euro Payment Area (SEPA) და საქართველოს გადახდის სისტემის (RTGS) ხელმისაწვდომობას ჩვენი მომხმარებლებისთვის. ჩვენ ვართ Paysera ფინტექ ქსელის ნაწილი, რომელიც დაარსდა ვილნიუსში, ლიტვაში, 2004 წელს და აერთიანებს 700 მდე თანამშრომლისგან შემდგარ საერთაშორისო გუნდს 15 სხვადასხვა ლოკაციიდან მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროპულ სტანდარტებს და ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლებისა და საზოგადოების კეთილდღეობაზე.
"პეისერა ბანკი" საქართველოს გუნდში აქტიურად ვეძებთ ახალ თანამშრომელს უფროსი იურისტის პოზიციაზე.
რას გააკეთებ?
** საკანონმდებლო და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის რეგულარული მონიტორინგი, მენეჯმენტის და ბანკის თანამშრომლების ინფორმირება სამართლებრივ აქტებში დაგეგმილი ან მიმდინარე ცვლილებების შესახებ, ბანკის საქმიანობის საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობის შესახებ წინადადებების წარდგენა;
** კომპლექსური სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტაში აქტიური მონაწილეობა;
** არსებული და ახალი საბანკო პროდუქტების სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** აქტიური მონაწილეობა ორგანიზაციული პროექტების მომზადებაში, მათი შესაბამისობის შეფასება სამართლებრივ აქტებსა და პოტენციურ სამართლებრივ რისკებთან, სხვა ინსტიტუციების სამართლებრივი რისკების შეფასება, სამართლებრივ რისკებზე დაკვირვება, რეკომენდაციის მომზადება და მინიმიზაცია.
** სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული ოფიციალური კორესპონდენციის მომზადება, ორგანიზაციული დოკუმენტების, სხვა შიდა დოკუმენტების, პროექტების შეფასება და მომზადება, აგრეთვე, მათი კორექტირება შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
** თანამშრომელთა კონსულტაცია ბანკის საქმიანობის, შიდა პროცედურებისა და სამართლებრივი რეგულაციების შესახებ;
** პერსონალური მონაცემების დაცვის მარეგულირებელ კანონმდებლობასა და GDPR-თან შესაბამისობის უზრუნველყოფა და კონტროლი, მათ შორის, მონაცემთა დაცვის მოთხოვნების დარღვევის აღმოჩენა, გამოძიება და შესაბამისი რეაგირება;
** პერსონალური მონაცემებთან დაკავშირებით მომხმარებელთა პრეტენზიების განხილვა და დროული რეაგირება;
** ყველა ტიპის გარიგების, მათ შორის ბანკის ფინანსურ მომსახურებასთან და გარე მომწოდებლების მომსახურებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების და მათი შაბლონების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში, მათი რევიზია, კომენტარებისა და დასკვნების მომზადება, შეფასება და წარდგენა.
მნიშვნელოვანია გქონდეს:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** საბანკო სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საქართველოს საბანკო კანონმდებლობის, სამოქალაქო, შრომითი, ადმინისტრაციული და რეგულაციური სამართლის სიღრმისეული ცოდნა;
** ძლიერი ანალიტიკური და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ხელმძღვანელობისა და გუნდთან ეფექტურად მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის გამოცდილებას;
** პროფესიონალი გუნდის მხარდაჭერას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე: vacancy@paysera.ge 11 ივლისამდე და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
თქვენი რეზიუმეს, სამოტივაციო წერილის ან სხვა ინფორმაციის ბანკისთვის გაზიარებით, თქვენ ეთანხმებით, რომ ბანკმა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანტურ პოზიციებზე ან სტაჟირებაზე შერჩევის მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|