Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი - გურია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: კოკა-კოლა გურია
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
შპს "კოკა-კოლა გურია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე გურიაში.

ძირითადი მოვალეობები

** შემოსული პროდუქციის/ინვენტარის შემოწმება - რაოდენობის/სახეობის სასაქონლო ზედნადებთან შესაბამისობის კონტროლი;
** პროდუქციის/ინვენტარის დასაწყობებისთვის ოპტიმალური სივრცის განსაზღვრა, უსაფრთხოდ, დაუზიანებლად გადმოტვირთვა და საწყობში განთავსების უზრუნველყოფა;
** საწყობში არსებული პროდუქციის/ინვენტარის აგროვებისა და სადისტრიბუციოდ მომზადების უზრუნველყოფა;
** სადისტრიბუციოდ მომზადებული პროდუქციის/ინვენტარის ჯამური რაოდენობების და შესაბამისი დოკუმენტაციის სიზუსტის კონტროლი;
** დოკუმენტაციის კონტროლი და თანამშრომლებისთვის მიწოდება;
** სატრანსპორტო საშუალებზე განთავსებული პროდუქციის/ინვენტარის სიზუსტის კონტროლი, აღრიცხვა და დისტრიბუციისთვის მზადყოფნის დადასტურება;
** საწყობში უკან მიბრუნებული პროდუქციის/ინვენტარის აღრიცხვის კონტროლი;
** საწყობში არსებული პროდუქციის/ინვენტარის ყოველდღიური ინვენტარიზაცია, პროდუქციის ვადების კონტროლი, შეუსაბამობის შემთხვევაში მიზეზის ძიება და ნაშთების გასწორება;
** დაქვემდებარებული პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მონიტორინგი;
** ხელმძღვანელების მხრიდან მიღებული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
** საწყობის თანამშრომლების მიერ სანიტარული ნორმების და წესრიგის დაცვის კონტროლი;
** საწყობის ტერიტორიის დალაგების და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** წუნდებული/დაზიანებული პროდუქციის/ინვენტარის აღწერა და ჩამოწერის უზრუნველყოფა;
** საწყობისთვის საჭირო ინვენტარის და სახარჯი მასალების მოთხოვნა;
** თანამშრომლების სამუშაო გრაფიკების დაცვის კონტროლი და შესაბამის დოკუმენტაციაში აღნიშვნა;
** საწყობის ტერიტორიაზე მანქანების უსაფრთხოდ მოძრაობის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული უნარ-ჩვევები

** მაღალი პასუხისმგებლობა, პუნქტუალური, დისციპლინა;
** შრომისმოყვარეობა, კეთილსინდისიერება;
** ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის და დაგეგმვის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ცოდნა;
** გუნდის მართვის და დელეგირების უნარი;
** საწყობში მუშაობის გამოცდილება.

ანაზღაურება: ფიქსირებული

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: ccguria2@gmail.com და გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (საწყობის მენეჯერი)
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე