Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: სონნივა ჯორჯია
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
შპს "Sonniva Georgia" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

კომპანია სონნივა ჯორჯია არის ავეჯის აქსესუარების მაღაზია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2014 წლიდან. კომპანია იზრდება სწრაფი ტემპით, რითაც უქმნის დასაქმებულს სტაბილურ და პერსპექტივების მქონე გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
** პროდუქციის აგროვება შეკვეთაში განსაზღვრული ზუსტი სახეობების, რაოდენობების მიხედვით;
** გასაცემად გამზადებული შეკვეთების მძღოლისთვის მითვლა და ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა;
** საწყობის აღწერაში მონაწილეობის მიღება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** სამუშაო ადგილზე მოწესრიგებული სამუშაო გარემოს შენარჩუნების უზრუნველყოფა;
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
** ჩანგლიანი დამტვირთველის საშუალებით პროდუქციის დასაწყობება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** ჩანგლიანი დამტვირთველის მართვის სერტიფიკატი (სასურველია)
** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

რას გთავაზობთ?

** კონკურენტული და სტაბილური ანაზღაურება - 1400 ლარი; 3 თვის შემდეგ 1500 ლარი.
** ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი
** კვება
** სამუშაო გრაფიკი - 5 დღიანი, შაბათ-კვირას დასვენება.
** კომფორტული სამუშაო გარემო.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: admin@sonniva.ge

სამუშაო ადგილის მისამართი: შპს სონნივა ჯორჯია, ავჭალა; შუშის ქუჩა 38.
სათაურის ველში, გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე