დასახელება:
ინჟინერ-პროექტანტი - გათბობა-გაგრილება/წყალმომარაგება
|
მომწოდებელი:
დეტრა ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 11 ივნისი
/ ბოლო ვადა: 11 ივლისი
|
"დეტრა ჯგუფი" 2018 წლიდან ოფიციალურად ოპერირებს ბაზარზე და გთავაზობთ სრულ საინჟინრო, საპროექტო და საინსტალაციო, MEP (წყალმომარაგება, ხანძარქრობა, გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია, ელექტროობა) პროექტირებას, აგრეგატების მიწოდებას, მონტაჟსა და საინჟინრო სისტემების სრული მომსახურებით უზრუნველყოფას.
ვაცხადებთ ვაკანსიას, ინჟინერ-პროექტანტის პოზიციაზე, გათბობა-გაგრილებისა და წყალმომარაგება/წყალარინების მიმართულებით.
ლოკაცია: ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქ.
განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** ტექნიკური დავალების საფუძველზე პროექტის კონცეფციის მომზადება;
** პროექტის მიხედვით სპეციფიკაციების (BOQ) მომზადება;
** საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა, ტექნიკური დავალებების მიხედვით;
** მიღებული პროექტის რევიზია-ოპტიმიზაცია;
** პროექტში დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაცია;
** მიღებული ტექნიკური დოკუმენტაციის შედარება BOQ-ში არსებულ მოთხოვნასთან;
** ჩაბარებული პროექტების ხელმძღვანელობა (პროექტირების ჭრილში);
** ობიექტებზე გეგმიური ვიზიტი, მონტაჟის დეტალების გავლა შემსრულებელ ჯგუფებთან;
** ნახაზების დადასტურების შემდეგ, შედგენილი ნახაზების გაცნობა/გავლა საიტ მენეჯერთან და პროექტების მენეჯერთან ერთად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება პოზიციის შესაბამისი მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
** AutoCAD ცოდნა;
** Excel-ისა მაღალ დონეზე ფლობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** განვითარების შესაძლებლობას;
** მზარდ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@detra.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ინჟინერ-პროექტანტი (გათბობა-გაგრილება; წყალმომარაგება/წყალარინება)".
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
კომპანია "დეტრაში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია დეტრას მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. გისურვებთ წარმატებას.
|
|
|
|