დასახელება:
სხვადასხვა
|
მომწოდებელი:
PAUL
|
გამოქვეყნდა: 11 ივნისი
/ ბოლო ვადა: 11 ივლისი
|
თანდართული ფაილი:
637945_PAUL_Jobs_28_05_2025_5679688.zip
|
PAUL- ის მიერ შემოთავაზებული ყველა პროდუქტი მზადდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ფრანგული დესერტებისა და ფუნთუშეულის მრავალფეროვანი არჩევანი ჩვენი განსაკუთრებული ტრადიციაა.
ფრანგული რესტორანი PAUL აცხადებს ვაკანსიებს:
1. კონდიტერის დამხმარე.
ძირითადი მოვალეობები:
** სხვადასხვა სახის ფრანგული საკონდიტრო პროდუქტის გამოცხობა;
** საკონდიტრო ნაწარმის ხარისხის კონტროლი;
** მარაგების მომზადება;
** ნედლეულისა და მზა პროდუქტების სტანდარტის მიხედვით შენახვა;
** არსებულ დანადგარებთან და ხელსაწყოებთან მუშაობისას სათანადო წესების დაცვა;
2. კონდიტერი
ძირითადი მოვალეობები:
** სხვადასხვა სახის ფრანგული საკონდიტრო პროდუქტის გამოცხობა;
** საკონდიტრო ნაწარმის ხარისხის კონტროლი;
** მარაგების მომზადება;
** ნედლეულისა და მზა პროდუქტების სტანდარტის მიხედვით შენახვა;
** არსებულ დანადგარებთან და ხელსაწყოებთან მუშაობისას სათანადო წესების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს მასიურ წარმოებაში მუშაობის გამოცდილებით;
** კვების ჰიგიენური სტანდარტების და უსაფრთხოების ცოდნა.
3. წინა ხაზის თანამშრომელი
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრისათვის მენიუს გაცნობა, შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში, კერძების ინგრედიენტებისა და მომზადების პროცესის შესახებ, სტუმრების ინფორმირება;
** სტუმრისათვის სასიამოვნო და დადებითი გარემოს შექმნა;
** სტუმრის ეფექტური მომსახურება რესტორნის სტანდარტების მიხედვით;
** მენიუს ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** რესტორანში შემუშავებული, კოვიდპანდემიის პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვა;
** დესერტების განლაგება სტენდზე შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით;
** პროდუქციის მარაგის კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები:
რესტორნის მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა
სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა
** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების გადანაწილების უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
4. ბარმენი
ძირითადი მოვალეობები:
** შეკვეთების მიღება, სასმელების შეთავაზება და მათი მომზადება;
** სტუმართან კომუნიკაციის დამყარება და მათი მოთხოვნების უზრუნველყოფა, ამომწურავი პასუხის გაცემა;
** მენიუს და სასმელების სიის ზედმიწევნით ცოდნა, მათი აღწერა დაინტერესებული სტუმრებისთვის;
** ჰიგიენის და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
საჭირო მოთხოვნები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები
5. დამლაგებელი/ჭურჭლის მრეცხავი
ძირითადი მოვალეობები:
** ობიექტის დალაგება ან ჭურჭლის რეცხვა;
** სისუფთავის დაცვა;
** სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: recruitment@frenchbakery.ge წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს.
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, შემოგვიერთდით.
რესტორანი PAUL გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|