Робота для біженців з України
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: რესტორანი, გრილი და პაბი საჭაშნიკე
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
რესტორანი, პაბი, გრილი "საჭაშნიკე" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის (მცხობელი / მეხინკლე / ცხელების მზარეული / გრილის მზარეული / ცივების მზარეულის) პოზიციაზე.

ვეძებთ კანდიდატებს შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით, გუნდური მუშაობისა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით.

პოზიციის ძირითადი როლი - სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობა ყოველდღიური პროცესების მართვით და გუნდის კოორდინირებული მუშაობით

ძირითადი ფუნქციები:

** სამზარეულოს გამართულად მუშაობის ხელშეწყობა მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, HACCP - ის სტანდარტების შესაბამისად;
** კერძების დადგენილი რეცეპტებით, პროდუქტის განსაზღვრული რაოდენობებით და შესაბამისი სტანდარტების დაცვით მომზადება;
** პროდუქტების შესაბამისი წესების დაცვით დამუშავება; სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესაბამისობის დადგენა;
** პროდუქტის ხარისხის და ვადების მუდმივი მონიტორინგი;
** შემოსული შეკვეთებზე დაუყოვნებლივ რეაგირება და დროული მომზადება;
** აქტიური კომუნიკაცია მომსახურე პერსონალთან მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად;
** სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა;
** სამუშაო პროცესებში შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ზომების მიღება;
** სანიტარული, ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხოების წესების, შრომის დისციპლინის ნორმების დაცვა;
** სამზარეულოს/სამუშაო სივრცის მუდმივად სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** სტუმართმოყვარე, ყურადღებიანი, უსაფრთხო და მეგობრული გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
** სტუმრის კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა;
** პრობლემური შემთხვევისას დაუყოვნებლივი მოგვარება და სამომავლო პრევენციისთვის შესაბამისი ზომების მიღება;
** სამუშაო ინვენტარის, ჭურჭლის, დანადგარების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** მატერიალური და არამატერიული ქონების გაფრთხილება და დაცვა;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების, შიდა ნორმატიული ინსტრუქციების, კომპანიის შიდა წესების დაცვა;
** საჭიროების შემთხვევაში შეფ მზარეულის ფუნქციების შეთავსება

კვალიფიკაცია:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის/სტანდარტების ცოდნა

უნარები:

** როგორც გუნდური, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი

შენიშვნა - აღწერილობა არ მოიცავს აქტივობების, ქმედებების, მოვალეობების, პასუხისმგებლობების დეტალურ და ყოვლისმომცველ ჩამონათვალს, რომლის განხორციელება შესაძლოა აუცილებელი იყოს აღნიშნულ პოზიციაზე.

ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV მეილზე: hr@satchashnike.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე