Робота для біженців з України
მასპინძელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მასპინძელი
მომწოდებელი: რესტორანი, გრილი და პაბი საჭაშნიკე
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
რესტორანი, პაბი, გრილი "საჭაშნიკე" აცხადებს ვაკანსიას მასპინძლის პოზიციაზე.

ვეძებთ კანდიდატებს შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით, გუნდური მუშაობისა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით.

უშუალო ხელმძღვანელი - სერვის მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი - სრული

პოზიციის ძირითადი როლი - სტუმრების მასპინძლობისა და მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად ყოველდღიური ოპერაციების მართვა; სივრცის გამართულობა

ძირითადი ფუნქციები:

** სტუმრების მიღების და მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა;
** სამუშაო პროცესებში შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ზომების უზრუნველყოფა;
** სანიტარული, ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხოების წესების, შრომის დისციპლინის ნორმების დაცვის მონიტორინგი;
** სტუმართმოყვარე, ყურადღებიანი და მეგობრული გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
** სივრცის გამართულობაზე ზრუნვა და მონიტორინგი;
** სტუმრის კმაყოფილებაზე ზრუნვა, მათგან უკუკავშირის მიღება, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით. პრობლემური შემთხვევისას დაუყოვნებლივი მოგვარება და სამომავლო პრევენციისთვის შესაბამისი ზომების მიღება;
** მიმდინარე საქმიანობის პროცესში წამოჭრილი გაუთვალისწინებელი საკითხების/პრობლემების გადასაჭრელად ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება და სამომავლო პრევენცია;
** საჭიროების შესაბამისად, სალაროს სიზუსტისა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებულ შესაბამისი პროცედურების დაცვა;
** საჭიროებისას სტუმრების უშუალოდ მომსახურება;
** სამუშაო ინვენტარის და დანადგარების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება, თანამშრომლების ტრენინგი ინვენტარის და დანადგარების გამოყენების წესების მიზნით. აღნიშნული წესების დაცვის მონიტორინგი
** სატელეფონო ზარების და მიღებული კორესპონდენციის დაუყოვნებელი განხილვა და გონივრულ ვადებში რეაგირება;
ჯავშნების მონიტორინგი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა
** პროდუქციის და მარაგების მონიტორინგი, საჭიროებისას სადისტრიბუციო კომპანიებთან კომუნიკაცია, შეკვეთების გაკეთება და მიღების უზრუნველყოფა;
** სისუფთავის და ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** ტერიტორიის მუდმივად სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** მატერიალური და არამატერიული ქონების გაფრთხილება და დაცვა;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების, შიდა ნორმატიული ინსტრუქციების, კომპანიის შიდა წესების დაცვა.

კვალიფიკაცია:

** მუშაობის გამოცდილება სტუმარ მასპინძლობის სფეროში სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე;
** MS Office-ის ცოდნა;
** ინგლისური ენების ცოდნა;
** მომსახურების პრინციპების ცოდნა

უნარები:

** გუნდური მუშაობის და ლიდერული უნარი;
** რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
** პროაქტიული მუშაობის და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი.
** ცვლილებებთან ადაპტაციის და მართვის უნარი

შენიშვნა - აღწერილობა არ მოიცავს აქტივობების, ქმედებების, მოვალეობების, პასუხისმგებლობების დეტალურ და ყოვლისმომცველ ჩამონათვალს, რომლის განხორციელება შესაძლოა აუცილებელი იყოს აღნიშნულ პოზიციაზე.

ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV მეილზე: hr@satchashnike.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე