Робота для біженців з України
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: 8000 მოსავალი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
ღვინის მაღაზია/ბარი "8000 მოსავალი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე თბილისში.

ვინ ვართ ჩვენ:

8000 მოსავალი არის ქართული ღვინის მაღაზია/ბარი, სადაც ყველა ღვინო შერჩეულია დამოუკიდებელი კომისიის მიერ ფარული დეგუსტაციის წესით. დღეს მაღაზიაში გვაქვს 2000-მდე რჩეული ღვინო. ჩვენს ბარში ღვინოსთან ერთად სტუმრებს ვუმასპინძლდებით მხოლოდ ცივი, ღვინოსთან მისაყოლებელი ხემსით.
ვატარებთ ბევრ ღონისძიებას, რათა გავზარდოთ ცოდნა ღვინის შესახებ და შევქმნათ ღვინის სმის მართებული კულტურა. ჩვენი მისიაა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავასინჯოთ და შევაყვაროთ კარგი ქართული ღვინო.

ამ ეტაპზე გვაქვს 6 მაღაზია/ბარი და ონლაინ მაღაზია.

რას მიიღებთ ჩვენგან:

** გუნდთან ერთად მუშაობას, რომელიც გაერთიანებულია ერთი იდეის გარშემო
** ბევრი ღვინის გასინჯვას და ცოდნას ღვინოზე
** ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას
** ფიტპასის აბონიმენტს შეღავათიან ფასში

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთის მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება
** ტექნოლოგიური სტანდარტების და კალკულაციის დაცვა
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
** სამუშაო დღის დასასრულისას სამზარეულოს ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება.

მოთხოვნები:

** პუნქტუალურობა
** ინტენსიურ პირობებში მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარეობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა

სამუშაო საათები: 09:00 დან - 17:00 მდე კვირაში 5 დღე ან: 16:00 დან- 00:00 მდე კვირაში 5დღე
გამოცდილება აუცილებელი არ არის.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტაზე: Tbilisi.vacancy@8000vintages.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ "მზარეული."

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე/CV შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, რომლის გადმოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ქართული ღვინის კოოპაერაცია"-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე - გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომელიც შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადისა.

გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების მოთხოვნის უფლებით, რისთვისაც შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის სატელეფონო ნომერზე ან მოგვწეროთ ელ-ფოსტა.

შპს "ქართული ღვინის კოოპერაცია " აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე