Робота для біженців з України
სოციალური მედიის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის სპეციალისტი
მომწოდებელი: მიდეა კავკასია
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
"Midea Caucasus" წარმოადგენს "Midea ჯგუფის" ოფიციალურ წარმომადგენლობას კავკასიის რეგიონში - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. კომპანია ხელმისაწვდომს ქმნის გათბობა, გაგრილება, ვენტილაციის და შენობის საინჟინრო აღჭურვისთვის საჭირო ტექნოლოგიებს, მათ შორის, შენობის ციფრული მართვის სისტემებს, ლიფტებსა და ესკალატორებს.
"Midea Caucasus"-ის მთავარი ამოცანა მომხმარებლის ინოვაციური გადაწყვეტებით უზრუნველყოფა და თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნაა.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://mideacaucasus.com/ka

"Midea Caucasus" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის სპეციალისტის პოზიციაზე.

მისამართი: ქ. თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქ. 4/გ
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00

კომპანიაში არსებული ბენეფიტები:

** პროფესიული ტრენინგები, სწავლის და განვითარების შესაძლებლობა;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** სამოტივაციო აქტივობები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორაციული ნომერი, ულიმიტო სასაუბრო პაკეტი;
** ფიტპასი;

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** კომპანიის B2B მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრის პროცესში ჩართულობა;
** მარკეტინგული გეგმის შემუშავების პროცესში ჩართულობა; გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
** სოციალური მედიის სტრატეგიისა და გეგმის განსაზღვრის პროცესში ჩართულობა;
** მარკეტინგული ბიუჯეტის განსაზღვრის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ჩართულობა;
** მომხმარებლების მონაცემებისა და მარკეტინგული კამპანიების შედეგების მაჩვენებლების ანალიზის საფუძველზე ტენდენციების, შესაძლებლობებისა და ოპტიმიზაციის გზების იდენტიფიცირება;
** განხორციელებული მარკეტინგული კამპანიების ეფექტიანობის შეფასება;
** აუთსორს მარკეტინგულ კომპანიასთან ურთიერთობა (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი);
** კომპანიის ვებ-გვერდის მართვა; კონტენტის და ვლოგის მომზადება, ქოფის შექმნა და განთავსება;
** სოციალური მედიის ანალიტიკა - KPI-ების მონიტორინგი და ანგარიშების მომზადება;
** ბრიფების მომზადება დიზაინერების, აუთსორს კომპანიებისთვის და ა.შ.
** სტატიის ტექსტების მომზადება;
** ბეჭდური მასალების დიზაინის შემუშავება ან/და რედაქტირება გრაფიკულ დიზაინერთან ერთად;
** სოციალური მედია არხების მართვა; კონტენტ კალენდრის შექმნა;
** შესრულებული და დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შესახებ რეპორტების მომზადება;
** სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა, მარკეტინგული და სარეკლამო მასალების შეკვეთა, ბიუჯეტის დათვლა, ფასთა კვლევა;
** გუნდის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის მიმართულებით);
** მარკეტინგული ანალიტიკური ხელსაწყოების ცოდნა;
** წერის განსაკუთრებული უნარები;
** მნიშვნელოვანია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ციფრული და სოციალური მედია პლატფორმების მართვის გამოცდილება;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** კრეატიული აზროვნება;
** ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 2025 წლის 10 ივლისის ჩათვლით გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.bikashvili@midea.com.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე