დასახელება:
ადმინისტრაციული მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ვოლვო
|
გამოქვეყნდა: 11 ივნისი
/ ბოლო ვადა: 11 ივლისი
|
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია "სკანდინავიან ავტო თეგეტა" ვოლვოს სახელით აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** შესყიდვებისა და მომარაგების პროცესის კოორდინირება;
** სამუშაო სივრცეში წესრიგის კონტროლი, სისუფთავისა და მარაგების (ყავა, ჩაი და ა.შ პროდუქციის) კონტროლი;
** აქსესუარების შეკვეთა, მათი შოურუმში განთავსების და მარაგების კონტროლი;
** ადმინისტრაციული ავტომობილების დაზღვევის, ჯარიმების, პარკირების საშვების, ტექ.დათვალიერების, ტესტ დრაივის დოკუმენტაციის აღრიცხვა;
** საწვავის მოხმარებისა და სამრეცხაოს ტალონების აღრიცხვა;
** ტაქსის გამოძახებების კონტროლი;
** დოკუმენტაციის ფორმალიზება, დებულებების და სხვადასხვა ბრძანებების, ხელშეკრულებების მომზადება;
** ადმინისტრაციული დოკუმენტაციის დადგენილი წესით დამუშავება, აღრიცხვა, დაარქივება;
** კომპანიაში შემომავალი და გამავალი ოფიციალური კორესპონდენციის მიღება, აღრიცხვა და დაარქივება;
** მიმდინარე საკითხებზე თვალყურის დევნება, თანამშრომლებისთვის მიცემული დავალებების შეხსენება, შესრულების კონტროლი;
** ბუღალტერიის მიერ მოწოდებული დავალებების შესრულება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ ინიცირებული სხვა დავალებების შესრულება.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** ინფორმაციის ანალიზის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციული მიმართულებით;
** ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის ცოდნა.
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-cars/detail-view?vacancyId=1806
|
|
|
|