Робота для біженців з України
სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: სასტუმრო კომპლექსი კრუიზი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
სასტუმრო-რესტორნების ქსელი "კრუიზი" აცხადებს ვაკანსიებს სხვადასხვა პოზიციაზე.

ამჟამად ვაცხადებთ ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

1. რეცეფციის თანამშრომელი (გრაფიკი: 4 დღეში ერთხელ) - 1000
2. ჰაუსკიპერი/სასტუმროს დამლაგებელი 1200₾ + ბონუსი დატვირთვის შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს ნომრების დალაგება, დეზინფექცია და მოწესრიგება
** სველი წერტილების საფუძვლიანი დასუფთავება
** საერთო სივრცეების (ჰოლები, კიბეები და მისაღები ზონები) სისუფთავეზე ზრუნვა
** საწოლებისა და თეთრეულის გამოცვლა/დასაწყობება
** სანიტარული და დასუფთავების საშუალებების კონტროლი და შევსება
** სტუმრების ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინება ჰიგიენის კუთხით

3. სპა ცენტრის მომსახურე პერსონალი - 1200₾

(აუზი, საუნა და ფიტნეს ზონა)

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა და მათთვის კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა
** სივრცის (აუზი, საუნა, ფიტნეს ზონა) სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა
** პირსახოცებისა და სხვა თეთრეულის მოწესრიგება და საჭიროებისამებრ გადატანა
** ნარჩენების გატანა და სანიტარული ნორმების დაცვა
** გარემოს მუდმივი ზედამხედველობა და ტექნიკური მხარდაჭერა საჭიროების მიხედვით

4. დამხმარე პერსონალი - 1500₾

ძირითადი მოვალეობები:

** ეზოს მოვლა და მოწესრიგება
** ყვავილების მორწყვა და გარემოს გამწვანებაზე ზრუნვა
** თეთრეულის გადატანა სამრეცხაოში
** ნარჩენების გატანა
** პროდუქტის მიღება, დახვედრა და დასაწყობება
** ინვენტარის გადაადგილება და სასტუმროს შიდა ლოჯისტიკაში დახმარება

მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 81

რას გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფა
** მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** საქმის ადგილზე შესწავლის შესაძლებლობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელ.ფოსტაზე: info@cruise.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

სასტუმრო-რესტორნების ქსელი "კრუიზი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე