Робота для біженців з України
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი - რუხი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
შპს "რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ზუგდიდის რაიონი, სოფ. რუხი, მე-19 ქ., N23.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შრომის უსაფრთხოების რეგულაციებისა და სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა;
** გამართული საკომუნიკაციო უნარები;
** კლინიკის ყოველდღიური მონიტორინგი, სამუშაო რისკების შეფასება.
** კანონით განსაზღვრულ ვადებში რისკების შეფასების დოკუმენტის წარმოება/განახლება კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
** კანონით განსაზღვრულ ვადებში ინსტრუქტაჟების ჩატარება.
** ყველა ახალი რეგლამენტის მოთხოვნის ზედმიწევნით გაანალიზება და ორგანიზაციაში შესაბამისი სისტემების დანერგვა;

მოთხოვნები:

** სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების დაცვის სპეციალისტის სერთიფიკატი,
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
** MS Office-ის კარგი ცოდნა (Excel-ის ცოდნა მაღალ დონეზე).

პიროვნული თვისებები:

** კრიტიკული აზროვნების უნარი
** არგუმენტაციის უნარი
** ანალიზის უნარი
** დროის მართვის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** მონაცემთა ანალიზის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@rukhihospital.ge.

სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფო"-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე