დასახელება:
სახანძრო უსაფრთხოების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო
|
გამოქვეყნდა: 11 ივნისი
/ ბოლო ვადა: 11 ივლისი
|
შპს "რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას სახანძრო უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ზუგდიდის რაიონი, სოფ. რუხი, მე-19 ქ., N23.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კლინიკაში სახანძრო უსაფრთხოების პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება და დანერგვა.
** სახანძრო რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი და პრევენციული ზომების განსაზღვრა.
** სახანძრო უსაფრთხოების სისტემების (სიგნალიზაცია, შესხურების სისტემები, სახანძრო კარები და სხვ.) შემოწმება და მონიტორინგი.
** სახანძრო ინვენტარის (ცეცხლმაქრები, სახანძრო დეტექტორები, მართვის პანელები, საგანგაშო ღილაკები, სახანძრო ტუმბოები, წყლის რეზერვუარები, სიგნალიზაცია და სხვ.) პერიოდული შემოწმება და აღრიცხვა.
** შესაბამისი კანონმდებლობის, ნორმებისა და რეგულაციების დაცვაზე კონტროლი.
** ავარიული სიტუაციების დროს კოორდინაცია და სწრაფი რეაგირება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ტექნიკური ან უსაფრთხოების მიმართულებით (სასურველია).
** სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.
** საქართველოს მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების კანონმდებლობის ცოდნა.
** პროფესიული-სახანძრო უსაფრთხოების სერტიფიკატის ფლობა — სავალდებულო.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
პიროვნული თვისებები:
** კრიტიკული აზროვნების უნარი
** არგუმენტაციის უნარი
** ანალიზის უნარი
** დროის მართვის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** მონაცემთა ანალიზის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
ეტაპები:
** განცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@rukhihospital.ge.
სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფო"-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|