Робота для біженців з України
საწყობის უფროსი - რუხი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის უფროსი
მომწოდებელი: რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
შპს "რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ზუგდიდის რაიონი, სოფ. რუხი, მე-19 ქ., N23.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობის მუშაობის ძირითადი მიმართულებების დაგეგმვა და საქმიანობის განსაზღვრა;
** სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულების ზედამხედველობა და მათ მიერ კლინიკის შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლი;
** დეპარტამენტის მუშაობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადების პროცესის კონტროლი;
** ადმინისტრაციული და სამეურნეო დეპარტამენტის გრძელვადიანი და მოკლევადიანი საქმიანობის დაგეგმვა;
** კლინიკის ბალანსზე რიცხული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა/განაწილება, მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის უზრუნველყოფა, ექსპლუატაციისა და შენახვის წესების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება;
** ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
** MS Office-ის კარგი ცოდნა. (Excel-ის ცოდნა მაღალ დონეზე).

პიროვნული თვისებები:

** მართვის უნარი
** კრიტიკული აზროვნების უნარი
** არგუმენტაციის უნარი
** ანალიზის უნარი
** დროის მართვის უნარი
** ორგანიზების უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** მონაცემთა ანალიზის უნარი
** ინფორმაციის შეგროვების უნარი
** მიზანდასახულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@rukhihospital.ge.

სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფო"-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე