Робота для біженців з України
კატეგორიის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კატეგორიის სპეციალისტი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 01 ივლისი
"ქებული კლიმატი" - გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 12 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ.გვერდზე: https://qebuli-climate.ge/

ვაცხადებთ ვაკანსიას კატეგორიის სპეციალისტის პოზიციაზე.

პოზიცია ექვემდებარება: შესყიდვების და ასორტიმენტის მართვის განყოფილების ხელმძღვანელს
დაქვემდებარებაში ჰყავს: N/A
ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 1
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 01/07/2025
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: მიწოდების უწყვეტი ჯაჭვის უზრუნველყოფა, რესურსების ეფექტური მართვა

ფუნქცია-მოვალეობები:

** კატეგორიის პროდუქციის ძირითადი პარამეტრების ცოდნა;
** სააღრიცხვო პროგრამის (1С) ფუნქციონალის შესწავლა;
** ურთიერთობა მომწოდებლებთან;
** გაყიდვების ანალიზი და ნაშთების ოპტიმიზაცია;
** შესყიდვის პროცესის უზრუნველყოფა;
** პერიოდული რეპორტინგი და ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: სასურველია ბიზნეს ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში, ფინანსებსა ან შესაბამის სფეროში
** გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება შესყიდვებში, კატეგორიის მენეჯმენტში ან მიწოდების ჯაჭვის მართვაში
** ენები:
** ინგლისური ენა - B1 დონე აუცილებელია
** თურქული და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ERP სისტემების ცოდნა: -1C ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** Excel-ის ცოდნა: საშუალო დონე (Intermediate) - აუცილებელი მოთხოვნა
** კომუნიკაციისა და ანალიტიკური უნარები

სამუშაო პირობები:

** სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; "ქებული კლიმატის" სათაო ოფისი.

სოციალური პაკეტი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
** ლანჩით უზრუნველყოფა
** პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლება
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
** კორპორატიული ნომერი
** პარკინგი.

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადა.

ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@qebuli.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;

კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატები შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გაცნობებთ, რომ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

დასაქმებულის უფლებები:

როგორც წინასახელშეკრულებო, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდში თანამშრომელი სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით. კომპანია იცავს და ემორჩილება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის პრინციპს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე