Робота для біженців з України
საწყობის სპეციალისტი - რუხი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის სპეციალისტი
მომწოდებელი: რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
შპს "რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ზუგდიდის რაიონი, სოფ. რუხი, მე-19 ქ., N23.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობის მუშაობის ძირითადი მიმართულებების დაგეგმვასა და საქმიანობის განსაზღვრაში საწყობის უფროსისათვის შესაბამისი დახმარების გაწევა;
** საწყობში არსებული სასაქონლე მარაგების აღრიცხვა დასაწყობება;
** საწყობის მუშაობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
** MS Office-ის კარგი ცოდნა. (Excel-ის ცოდნა მაღალ დონეზე).

პიროვნული თვისებები:

** კრიტიკული აზროვნების უნარი
** დროის მართვის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@rukhihospital.ge.

სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფო"-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე