Робота для біженців з України
ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის სპეციალისტი - რუხი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის სპეციალისტი
მომწოდებელი: რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
შპს "რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ზუგდიდის რაიონი, სოფ. რუხი, მე-19 ქ., N23.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლინიკის განყოფილებებში ინვენტარისა და შესაბამისი სახარჯი მასალის ტრანსპორტირების ციკლის მართვაში მონაწილეობა, მასალების კატეგორიზაცია, დადგენილი წესების შესაბამისად;
** მიწოდების ციკლის მონიტორინგის პროცესში მონაწილეობა და ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;
** საწყობში პროდუქციის მიღებისა და ჩაბარების დოკუმენტაციის წარმოება და ელექტრონულად ასახვა;
** საწვავის მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის, მათ შორის, გაცემული/გახარჯული/დარჩენილი ნაშთების შესახებ, რეპორტის მომზადება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის მიწოდება;
** პრობლემების იდენტიფიცირება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება.

მოთხოვნები:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
** MS Office-ის კარგი ცოდნა. (Excel-ის ცოდნა მაღალ დონეზე).

პიროვნული თვისებები:

** მართვის უნარი
** კრიტიკული აზროვნების უნარი
** არგუმენტაციის უნარი
** ანალიზის უნარი
** დროის მართვის უნარი
** ორგანიზების უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** მონაცემთა ანალიზის უნარი
** ინფორმაციის შეგროვების უნარი
** მიზანდასახულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@rukhihospital.ge.

სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფო"-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე