Робота для біженців з України
კონკურსი ვიდეო სახელმძღვანელოს შემუშავებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონკურსი ვიდეო სახელმძღვანელოს შემუშავებაზე
მომწოდებელი: ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივნისი
ვიდეო სახელმძღვანელოს შემუშავება შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირებისთვის "საქართველოს ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი შენობებისთვის (GEECB) კომპიუტერული პროგრამის" გამოყენებისთვის

წინამდებარე ტექნიკური დავალება (ToR) აყალიბებს მოთხოვნებს ყოვლისმომცველი ვიდეო სახელმძღვანელოს შემუშავებისთვის "საქართველოს ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი შენობებისთვის (GEECB) კომპიუტერული პროგრამის გამოყენების შესახებ შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირებისთვის. ვიდეო სახელმძღვანელოს მიზანია მიაწოდოს მომხმარებლებს საჭირო ცოდნა და უნარები, რათა ეფექტურად გამოიყენონ კომპიუტერული პროგრამა ენერგოეფექტურობის ზუსტი და შესაბამისი შეფასებებისთვის და სერტიფიცირების ანგარიშების გენერირება.

ქვეყანაში ენერგორესურსების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობისა და შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით საქართველოში 2020 წელს ძალაში შევიდა "შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ" საქართველოს კანონი. ამ კანონის მეშვიდე მუხლის შესაბამისად, 2026 წლიდან, არსებული და ახალი შენობებისა და შენობის ნაწილების განსაზღვრული კატეგორიისთვის, სავალდებულო ხდება მათი ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება.
საქართველოს ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი შენობებისთვის (GEECB) კომპიუტერული პროგრამა შემუშავებული სპეციალურად შენობების სერტიფიცირებისთვის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგიის (NCM), ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნებისა (MEPRs) და შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ამავე კანონისა და კანონქვემდებარე აქტების მიხედვით შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი უნდა მომზადდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ.
ეს ვიდეო სახელმძღვანელო დაეხმარება სამშენებლო დარგის იმ სპეციალისტებს, რომელთაც სურთ გახდნენ შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის გამცემი დამოუკიდებელი ექსპერტები GEECB-ის პროგრამის შესწავლა-გამოყენებაში.

მიზანი:

ამ დავალების მიზანია ყოვლისმომცველი და მოსახერხებელი ვიდეო სახელმძღვანელოს /ინსტრუქციის შემუშავება, რომელიც თვალსაჩინოთ წარმოადგენს ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების პროგრამული უზრუნველყოფის სათანადო და სწორ გამოყენებას. სახელმძღვანელო უნდა იყოს სტრუქტურირებული ისე, რომ მოიცავდეს ყველა ძირითად მახასიათებლებს და პრაქტიკულ მაგალითებს რაც გაუადვილებს მომხმარებლებს პროგრამული უზრუნველყოფის პრაქტიკულ გამოყენებას.

საქმიანობის სფერო:

კონსულტანტი/მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

** ენერგოეფექტურობის ცენტრის ტექნიკურ ექსპერტთან ერთად განიხილოს პროგრამული უზრუნველყოფის ძირითადი პროცესები, ფუნქციები და დოკუმენტაცია;
** ენერგოეფექტურობის ცენტრის ტექნიკურ ექსპერტთან ერთობლივად შეიმუშაოს დეტალური სცენარი და კადრების დაყოფა, რომელიც ასახავს სახელმძღვანელოს სტრუქტურას. ვიდეო სახელმძღვანელო უნდა მოიცავდეს ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის ყველა მნიშვნელოვან ასპექტს.
** მაღალი ხარისხის სასწავლო ვიდეოს შექმნა (ვიდეო კადრზე ხმის დამატებით და ეკრანის ჩანაწერებით)
** ვიდეო გაკვეთილი უნდა ასევე მოიცავდეს პროგრამაში შესაყვანი პარამეტრების ახსნას, მონაცემთა შეყვანას, სიმულაციურ შესრულება, შედეგების ინტერპრეტაციას და ანგარიშის/ სერტიფიკატის დაგენერირებას.
** უზრუნველყოს მკაფიო ვიზუალიზაცია, სუბტიტრები (საჭიროების შემთხვევაში) და მოსახერხებელი ნავიგაცია.
** საბოლოო ვერსიის მიწოდება ფართოდ თავსებადი ფორმატით (მაგ., MP4, AVI).

მოსალოდნელი შედეგები:

** სცენარი და კადრების დაყოფა: სახელმძღვანელოს დეტალური გეგმა, ძირითადი მესიჯების/ტექსტის და ვიზუალური ელემენტების ჩათვლით.
** ვიდეოს პროექტი: სახელმძღვანელოს წინასწარი ვერსია მიმოხილვისა და კომენტარებისთვის.
** საბოლოო ვიდეო: მაღალი ხარისხის სასწავლო ვიდეოს საბოლოო ვერსია, რომელიც მოიცავს ცვლილებებს კომენტარების შესაბამისად.
** მომხმარებლის სახელმძღვანელო (არასავალდებულო): დამატებითი დოკუმენტი, რომელიც აჯამებს ვიდეოში განხილულ ძირითად ეტაპებს.

ხელშეკრულების ხანგრძლივობა: 2025 წლის 20 ივნისი- 2025 წ 31 ივლისი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

კონსულტანტს/მომსახურების მიმწოდებელს უნდა ჰქონდეს:

** საგანმანათლებლო ვიდეოების დამზადებისა და მონტაჟის დადასტურებული გამოცდილება.
** პროფესიონალურ ვიდეო რედაქტირების ინსტრუმენტებთან მუშაობის უნარი (მაგ. Adobe Premiere, Camtasia).
** მაღალი ხარისხის გახმოვანებისა და ვიზუალური ეფექტების ვიდეოს დამზადების უნარი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

მოკლე ტექნიკური წინადადება, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ვიდეო გაკვეთილის შექმნისთვის შემოთავაზებული მეთოდოლოგია.
კომპანიის პორტფოლიო/ წარსულში გადაღებული/შექმნილი სასწავლო ვიდეოების პორტფოლიო ან ნიმუშები.

შემოთავაზებული ბიუჯეტი და სამუშაოების შესრულების ვადები:

** სცენარისა და კადრების დაყოფის: [X] თარიღი
** ვიდეოს პროექტი: სახელმძღვანელოს წინასწარი ვერსია [X] თარიღი
** საბოლოო ვიდეო:: [X] თარიღი

შეფასების კრიტერიუმები:

** წინადადებები შეფასდება შემდეგი საკითხების საფუძველზე:
** ტექნიკური ექსპერტიზა და შესაბამისი გამოცდილება (40%)
** წარსულში შესრულებული სამუშაოების ხარისხი (30%)
** ხარჯთეფექტურობა (20%)
** სამუშაოს შესრულების ვადები (10%)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი წინადადებები გამოაგზავნოთ ელ. ფოსტით, მისამართზე eecgeo@eecgeo.org
დანიშნულებაში მიუთითეთ: ვიდეო სახელმძღვანელოს შემუშავება

გამოცხადების თარიღი: 2025წ წლის 10 ივნისი

წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 17 ივნისი

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე