Робота для біженців з України
ექთანი - რუხი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექთანი
მომწოდებელი: რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
შპს "რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას ექთნის 5 (ხუთი) ვაკანტურ პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ზუგდიდის რაიონი, სოფ. რუხი, მე-19 ქ., N23.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსული/არსებული პაციენტების კვალიფიციური მოვლა;
** ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი, (სამედიცინო ბარათები, დანიშნულების ფურცლები და ა.შ.), მათ შორის ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება და წარდგენა ორგანიზაციაში დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით.
** ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება ექთნის პოზიციაზე;
** პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი მე-7 სემესტრიდან;
** სანიტარული ნორმების დაცვის წესებისა და პროცედურების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** გუნდურად/დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** ინფორმაციის შეგროვების უნარი;
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა.

ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@rukhihospital.ge.

სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფო"-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე