Робота для біженців з України
ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი - რუხი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
შპს "რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ზუგდიდის რაიონი, სოფ. რუხი, მე-19 ქ., N23.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლინიკაში დანერგილი ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამის ადმინისტრირება;
** კლინიკაში დანერგილი შრომის ანაზღაურების ელექტრონული სისტემის ადმინისტრირება;
** ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და საკადრო საკითხების მართვა (მაგალითად: ბრძანებები, შრომითი ხელშეკრულებები და ა.შ);
** თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მართვა; ახალი თანამშრომლის მიღების და სოციალიზაციის პროცესის მართვა;
** კლინიკის თანამშრომელთა შიდა კომუნიკაციის ხელშეწყობა, თანამშრომელთა ინფორმირება;
** ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშისთვის ინფორმაციის მოგროვება;
** თანამშრომელთა შესრულებული სამუშაოს შეფასების პროცესის მართვაში მონაწილეობა; უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
** სასურველია: მაგისტრის ხარისხი ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინა;
** გუნდური მუშაობის უნარი აქტიური მოსმენისა და კომუნიკაციის უნარი.

ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@rukhihospital.ge

სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფო"-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე