Робота для біженців з України
რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: პიტიაი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
ტექ-ინსპექტირების კომპანია "პიტიაი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

ჩვენი გუნდი მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული და მომხმარებელს ყოველთვის მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან კომუნიკაცია, მათი ინფორმირება;
** მომხმარებლის რეგისტრაცია;
** ინსპექტირების ანგარიშის გაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება რეგისტრატორის/ოპერატორის პოზიციაზე;
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენებს ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გამართული მეტყველების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მომხმარებელზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე.
ანაზღაურება: 1000 ლარი.
ადგილმდებარეობა:კახეთის გზატკეცილი 141.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrpticenter@gmail.com და გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშავებული და შენახული იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.

შპს "პიტიაი" გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე