Робота для біженців з України
გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: PayBox
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
კომპანია "ფეიბოქსი" საგადახდო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს სწრაფი გადახდის ტერმინალების მეშვეობით. ფეიბოქსის ტერმინალები მთელი საქართველოს მასშტაბით არის განთავსებული, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სასურველი მომსახურება 24/7 რეჟიმში.

ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფისთვის კომპანია იყენებს საუკეთესო პრაქტიკებს, რომელიც დამკვიდრებულია თანამედროვე ბაზარზე, სწორედ ეს ფაქტი არის კომპანიის მუდმივი პროგრესის საწინდარი.

შპს "ფეიბოქსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. ჩვენი კომპანია აფართოებს საკუთარი აპარატების ქსელს საქართველოს მასშტაბით და ვეძებთ მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და მიზანმიმართულ კანდიდატს, რომელიც ჩაერთვება ამ პროცესში.

სამუშაო ადგილი: თბილისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Microsoft Office და სხვა).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის აპარატების განთავსების შეთავაზება მეიჯარეებს/ქონების მფლობელებს;
** პოტენციური ლოკაციების მოძიება და შეფასება;
** მოლაპარაკებების წარმართვა სხვადასხვა ობიექტებთან (მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, ჰიპერმარკეტები, კორპუსების ადმინისტრაცია და სხვა);
** შეთანხმების მიღწევის შემდეგ, შეთანხმების დეტალების კოორდინაცია შესაბამის გუნდებთან.

საჭირო უნარები:

** პრეზენტაციის მომზადებისა და წარმართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის მართვის კარგი უნარი;
** მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული სამუშაო მიდგომა;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@numus.ge გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკური ტესტერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე