Робота для біженців з України
მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: შირნჰოფერი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
კომპანია "შირნჰოფერი" (Schirnhofer) დაარსდა 1926 წელს, ავსტრიაში. ის არის ერთ-ერთი უდიდესი ოჯახური ხორცისა და ძეხვის მწარმოებელი კომპანია, რომელიც საკუთარ პროდუქციაში არ იყენებს საფუარს, ალერგენებს, საღებავებსა და არომატიზატორებს, ასევე იცავს IFS Food6-ის საერთაშორისო ჰიგიენურ ნორმებს. კომპანია თავის პროდუქციას ყიდის ავსტრიაში, გერმანიასა და საქართველოში.

ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია ადამიანები და ხარისხი. ისიამოვნეთ უკეთესი ცხოვრებით!

ავსტრიული კომპანიის საქართველოში ექსკლუზიური იმპორტიორი კომპანია "Schirnhofer" მაღაზიათა ქსელისთვის აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** სტუმრების მიმართ თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
** მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების გაწევა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
** სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა;
** სატელეფონო შეკვეთების მიღება, შეკვეთების დახარისხება და შესაბამის სამსახურში ან ფილიალში გადაცემა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გამოცდილება არ მოითხოვება, საქმეს შეგასწავლით ადგილზე;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართული კომუნიკაცია;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: 900 ლარი
გრაფიკი: დღეგამოშვებით (სრული)

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@thc.ge ან მარტივად შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა - https://forms.gle/tax1kPnifizq4GuB8.

გთხოვთ, მიუთითოთ "მოლარე" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"Schirnhofer"-ი მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

ხორცპროდუქტების იმპორტიორი კომპანია "Schirnhofer"-ი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, "Schirnhofer"-მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე