დასახელება:
კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
შირნჰოფერი
|
გამოქვეყნდა: 11 ივნისი
/ ბოლო ვადა: 11 ივლისი
|
კომპანია "შირნჰოფერი" (Schirnhofer) დაარსდა 1926 წელს, ავსტრიაში. ის არის ერთ-ერთი უდიდესი ოჯახური ხორცისა და ძეხვის მწარმოებელი კომპანია, რომელიც საკუთარ პროდუქციაში არ იყენებს საფუარს, ალერგენებს, საღებავებსა და არომატიზატორებს, ასევე იცავს IFS Food6-ის საერთაშორისო ჰიგიენურ ნორმებს. კომპანია თავის პროდუქციას ყიდის ავსტრიაში, გერმანიასა და საქართველოში.
ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია ადამიანები და ხარისხი. ისიამოვნეთ უკეთესი ცხოვრებით!
ავსტრიული კომპანიის საქართველოში ექსკლუზიური იმპორტიორი კომპანია "Schirnhofer" მაღაზიათა ქსელისთვის აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** დაიცვას მომსახურების ყველა სტანდარტი;
** შეინარჩუნოს სისუფთავე, დაიცვას ჰიგიენური ნორმები, მომსახურებისას და პროდუქციის შეხებისას გამოიყენოს ე.წ. ქუდი, თავსაბურავი, უნიფორმა წინსაფრის სახით, ერთჯერადი ხელთათმანები;
** უზრუნველყოს მომხმარებლის მომსახურება, კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის შერჩევაში დახმარება;
** აკონტროლოს დახლზე განთავსებული პროდუქციის ვარგისიანობის ვადები და ფასები.
** განათავსოს პროდუქცია დახლებზე, უზრუნველყოს ყველა პროდუქტის ფასმაჩვენებლის და დასახელების სწორად განთავსება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გამოცდილება არ მოითხოვება, საქმეს შეგასწავლით ადგილზე;
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართული კომუნიკაცია;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: 900 ლარი
გრაფიკი: დღეგამოშვებით (სრული)
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@thc.ge ან მარტივად შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა - https://forms.gle/SrdzZmLKrZCFvd9z8
გთხოვთ, მიუთითოთ "კონსულტანტი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
"Schirnhofer"-ი მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
ხორცპროდუქტების იმპორტიორი კომპანია "Schirnhofer"-ი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, "Schirnhofer"-მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
|
|
|
|