Робота для біженців з України
რესტორნის მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რესტორნის მენეჯერი
მომწოდებელი: რესტორანი დოლი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
"კომუნალ ჰოსფითალითი" წამყვანი ქართული კომპანიაა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მოიცავს კომუნალ ბრენდის ბუტიკ სასტუმროებს, კონცეპტუალურ რესტორნებს და კოქტეილ ბარებს.

"კომუნალ ჰოსფითალითი" 2017 წელს შეიქმნა და მას შემდეგ თბილისში, თელავში და ქუთაისში კრეატიული პროექტები განახორციელა. კომუნალ ბრენდის სასტუმროებმა და რესტორნებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა გავლენიან გამომცემლობებში: ვოგი, თაიმ, ლე ფიგარო.

"კომუნალ ჰოსფითალითი" ორიენტირებულია კრეატიულ, თანამედროვე კონცეფციების შექმნა-დანერგვაზე, ევროპული მართვის მოდელზე და გუნდის წევრების მუდმივ განვითარებაზე.

"დოლი ქუთაისი" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** რესტორნის ყოველდღიური საქმიანობის მართვა (გახსნა-დახურვის პროცედურები, სისუფთავის და ჰიგიენის სტანდარტები, ტექნიკური გამართულობა);
** მარაგების მართვა: შესყიდვების დაგეგმვა, ინვენტარიზაცია, დანაკარგების კონტროლი;
** HACCP და სანიტარიულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
** თანამშრომლების შერჩევა, გადამზადება, მენტორობა და შეფასება;
** გუნდის მოტივაცია, შიდა კომუნიკაციის მართვა და კონფლიქტური სიტუაციების მოგვარება;
** სამუშაო გრაფიკის შედგენა და შრომის კანონმდებლობის შესაბამისობა;
** სტუმართა კმაყოფილების მაქსიმალური უზრუნველყოფა;
** მომსახურების სტანდარტების კონტროლი და პერსონალის კონსულტირება რეალურ დროში;
** მომხმარებლის უკუკავშირის მიღება და ანალიზი;
** გაყიდვების ანალიზი და მიზნების დადგენა;
** ყოველდღიური/ყოველთვიური რეპორტინგი: ბრუნვა, დანახარჯები, პროდუქტის ხარჯვა;
** ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება ფინანსური და ოპერაციული გაუმჯობესებისთვის;
** მჭიდრო თანამშრომლობა სხვა მენეჯერებთან, ადმინისტრაციულ გუნდთან და პარტნიორებთან;
** მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა: აქციების განხორციელება, ახალი პროდუქტების დანერგვა;
** ბრენდის სტანდარტების დაცვა და რეპუტაციის შენარჩუნება;

მოთხოვნები და საჭირო უნარები:

** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
** მაღალ დონეზე განვითარებული კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარები;
** ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
** გუნდზე ორიენტირებული მიდგომა და თანამშრომლებთან ეფექტური ურთიერთობის დამყარების უნარი;
** კომპიუტერული უნარები (MS Office, HR პროგრამული უზრუნველყოფა - სასურველია).

პიროვნული თვისებები:

** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე);
** სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი.

კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან გასაუბრებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@communalcompany.com.

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე