Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: ნეოტექი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
ნეოტექის ისტორია 2005 წლიდან იწყება. დაარსების დღიდან, კომპანიას, უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებულმა გუნდმა მოახერხა გამხდარიყო ძლიერი კონკურენტი და შეექმნა საკუთარი სტანდარტები.
ჩვენთვის დაარსების დღიდან, ხარისხთან ერთად, პრიორიტეტად მომხმარებელთან ურთიერთობა იქცა.

დღეისათვის ნეოტექი თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან და ქართულ ბაზარზე ლიდერია უსაფრთხოების გადაწყვეტილებების სფეროში.

თუ შენ ხარ პასუხისმგებლობის მქონე, გუნდური მოთამაშე და კარგად იცნობ საქალაქო და საქალაქთაშორისო გადაადგილების სპეციფიკას - შემოგვიერთდი!

ვაკანსია - მძღოლი
ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიიდან სხვადასხვა დანიშნულების ადგილამდე დოკუმენტაციისა და ტვირთის გადაზიდვა;
** კომპანიის ავტომობილის მოვლა და ტექნიკური ზედამხედველობა;
** მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

მოთხოვნები:

** B და C კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა (აუცილებელია);
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება C კატეგორიის ავტომობილის მართვაში;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი და პროფესიული კომუნიკაციის კულტურა.

პირობები:

** ხელფასი: 1, 200 ლარი გამოსაცდელი ვადის (3 თვე) განმავლობაში;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 18:00; შაბათი: 10:00 - 13:00
** ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა ბენეფიტები გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ;
** კომფორტული და სტაბილური სამუშაო გარემო განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@neotech.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - "მძღოლი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე