Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=641113&print=yes&view=jobs
 
საოპერაციოს მენეჯერი ოფთალმოლოგიაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციოს მენეჯერი ოფთალმოლოგიაში
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციოს მენეჯერის პოზიციაზე ოფთალმოლოგიის განყოფილებაში.

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო სპეციალიზებული განათლება, პროფესია - ექთანი/მედდა;
** სასურველია, პრაქტიკოსი ექთნის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება; ოფთალმოლოგიის განყოფილებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტების ნაკადის მართვა;
** პაციენტების მომზადება პროცედურებისთვის;
** გაიდლაინების მიხედვით მუშაობა;
** შიდა სამუშაო პროტოკოლების დაცვა.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 11.07.2025-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია