Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=641112&print=yes&view=jobs
 
ინფექციის კონტროლის ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინფექციის კონტროლის ექთანი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ინფექციის კონტროლის ექთნის თანამდებობაზე.

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო სპეციალიზებული განათლება, პროფესია - ექთანი/მედდა;
** სასურველია, პრაქტიკოსი ექთნის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება; მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

** შიდა სამუშაო პროტოკოლების დაცვა;
** გაიდლაინების მიხედვით მუშაობა;
** უსაფრთხოების წესების დაცვა.

პიროვნული თვისებები:

** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა; აკურატულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 11.07.2025-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია