Робота для біженців з України
პრისეილერი - თბილისი, კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისეილერი
მომწოდებელი: სმოტორსი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
კომპანია "SMOTORS"-ი 2001 წლიდან წარმატებით ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, სპეც-ტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ავტობუსების და მოპედების იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის თანმდევ სერვისს - ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს, უმაღლესი და მხოლოდ ევროპული ხარისხის საცხებ -საპოხ მასალებთან ერთად.

ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/

პოზიციის დასახელება: პრისეილერი
სამუშაო მდებარეობა: თბილისი/კახეთი.
სამუშაო გრაფიკი: სრული.

"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!

სამუშაოს მოკლე აღწერა:

** რეგიონში ახალი და პოტენციური მომხმარებლების მოძიება; გრძელვადიანი და სტრატეგიული ურთიერთობების ფორმირების მიზნით. ხოლო, პორტფელში არსებული მომხმარებლების შენარჩუნება და მართვა;
** კომპანიის კუთვნილი ავტომანქანით სავაჭრო ობიექტებზე ვიზიტის განხორციელება და შეკვეთების აღება/ მიწოდება.
** მომხმარებელთა ბაზრის ანალიზი და კვლევა, მათი სწორი სეგმენტაცია, მოთხოვნის შესწავლა და მათზე მორგებული პროდუქციის შეთავაზება;
** თვიური/ წლიური გაყიდვების გეგმის შესრულება.
** დებიტორული დავალიანებების მუდმივი მონიტორინგი, თანხების ამოღების გონივრულ ვადებში უზრუნველყოფა;
** გეგმის მიხედვით ქსელის გაზრდის უზრუნველყოფა;
** ქსელში შეღწევადობის ზრდის, პოზიციების გაუმჯობესების, ბრენდის პოპულარიზაციის ღონისძიების გატარება;
** მარაგების მუდმივი კონტროლი შეკვეთების დროულად და შეუფერხებლად მიწოდების მიზნით;
** სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ მომხმარებლის დროული ინფორმირება;
** მომხმარებელთა კმაყოფილების პერიოდული კვლევა;
** სააღრიცხვო პროგრამა Fina-ში მონაცემების შეყვანა, დამუშავება; რეალიზებული პროდუქციის გატარება.
** უშუალო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ ფორმირებული სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დისტრიბუციაში, გაყიდვებში ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** მართვის მოწმობის B კატეგორია.
** ავტონაწილების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** რუსული ენის საბაზისო ცოდნა. (საძიებო სისტემაში მუშაობის მიზნით)

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსი გაყიდვებიდან;
** კომპანიის ავტომობილი + საწვავი.
** მზარდ კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე:
cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია "SMOTORS"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე