Робота для біженців з України
უსაფრთხოების სისტემების ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების სისტემების ინჟინერი
მომწოდებელი: TNG
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
TNG ჯგუფი, უკვე წლებია წარმატებით ახორციელებს, სახანძრო უსაფრთხოების სისტემების იმპორტს საქართველოს ბაზარზე. 2022 წლიდან კი, კომპანია ითავსებს სრული უსაფრთხოების სისტემების, საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოებს.

TNG ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას, უსაფრთხოების სისტემების ინჟინრის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. სოფელი დიღომი. გ. გოგიშვილის ქუჩა # 10

ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:

** უსაფრთხოების სისტემების (სახანძრო სიგნალიზაცია, ვიდეო მეთვალყურეობა, გახმოვანება, დაშვების სისტემა, დაცვითი სიგნალიზაცია) მონტაჟისა და პროგრამული გამართვის უზრუნველყოფა
** არქიტექტურული ნახაზების წაკითხვა და გარჩევა
** პროექტის შესწავლა, დაგეგმვა და მისი მიმდინარეობის კონტროლი
** პროექტში საჭირო ცვლილებების ინიცირება და დანერგვა
** ტექნიკოსების მონიტორინგი და შესრულებული სამუშაოების ხარისხის შემოწმება
** ხელმძღვანელობის ინფორმირება მიმდინარე, დაგეგმილ და განხორციელებულ სამუშაოებზე
** სამუშაო პროცესის კოორდინაცია და კონტროლი, პრობლემების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** უსაფრთხოების სისტემების ტექნიკური ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება
** IP ტექნოლოგიებთან და ქსელურ ინფრასტრუქტურასთან მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office)
** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ფლობა (ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი)
** სასურველია რუსული ენის ცოდნა (საუბარი და წერა)
** B კატეგორიის მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა და თანამშრომლობის უნარი

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მეილზე info@tng.ge სათაურის ველში, გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "თიენჯი ჯგუფი"-ის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე