Робота для біженців з України
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: რესტორანი ორო
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
რესტორნების ქსელ "ოროში", რომელშიც წარმოდგენილია ქართული სამზარეულო, შექმნილი ჩვენი გამოცდილი შეფმზარეულების მიერ, გვაქვს მზარეულის ვაკანსია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საიტს: https://www.orotbilisi.ge/

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო.
სამუშაო განაკვეთი: სრული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით;
** მზარეულად მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტის ნახევარფაბრიკატების მარაგით უზრუნველყოფა, შესაბამისი დროისა და სტანდარტების მიხედვით;
** ხორც-პროდუქტების, ბოსტნეულის, ნახევარ-ფაბრიკატების დამუშავება;
** მის პასუხისმგებლობაში არსებული პროდუქციის კალკულაციის დათვლა;
** ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** საკვები პროდუქტების შენახვა და დამუშავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ენერგიულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** 50%-იან ფასდაკლებას "სტრადას" და "ოროს" სრულ მენიუზე, სამუშაო დღის განმავლობაში

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@stradacafe.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "საწარმოს მზარეული".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე