Робота для біженців з України
მეხინკლე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მეხინკლე
მომწოდებელი: რესტორანი 2 ტონა
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
ქართული კრაფტ ლუდის სახარში და რესტორნების ქსელი "2 ტონა", რომელიც საქართველოში ოპერირებს 2017 წლიდან და მოიცავს 4 ფილიალს თბილისში, აცხადებს ვაკანსიას მეხინკლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, (საბურთალო ან თავისუფლების მოედანი)
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 8 საათიანი ცვლები.
ანაზღაურება: 1900 ლარი (გაიცემა თვეში 2-ჯერ)

სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:

ფუნქცია/მოვალეობები:

** დადგენილი სტანდარტითა და ტექნოლოგიური ბარათის შესაბამისად - ცომისა და შიგთავსის მომზადება, მოხვევა
** ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
** მარაგების ეფექტურად გამოყენება
** დანადგარების დალაგება და საჭირო ინვენტარის პერიოდულად შევსება
** სამზარეულოში დღის მანძილზე სისუფთავის კონტროლი
** მენეჯერის მითითებით სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარეობა
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა

კომპანია უზრუნველყოფს:

** კვებას და ტრანსპორტირებას
** ანაზღაურებად 24-დღიან შვებულებას
** ბიულეტენის ანაზღაურებას
** დასაქმებულის საპენსიო მოსაკრებლის 2%-ის დაფარვას
** კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე: hrr@2tons.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე