Робота для біженців з України
კატეგორიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.

კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა.

გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 7 ფილიალით, 2 რესტორნით - იტალიური Bistro, არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-სგან და კონცეპტუალური მაღაზიით - Kitchen and Living.

ჯგუფს 2024 წელს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.

"Gastronome"-ში ვეძებთ თანამშრომელს კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ადგილობრივ პარტნიორებთან კომერციული მოლაპარაკებების წარმოება და ყოველდღიური კომუნიკაცია;
** არსებული პორტფელის ანალიზი; საჭიროების შემთხვევაში ახალი ადგილობრივი ბრენდების მოძიება
** ადგილობრივი ბაზრის და კონკურენტების ანალიზი;
** შესყიდვებთან დაკავშირებული ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაციის მართვა/კონტროლი;
** შესყიდვების და გაყიდვების ანალიზი, დაგეგმვა და კონტროლი;
** მარაგების კონტროლი და სწორი დაგეგმარება;
** მენეჯმენტთან ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ბიზნესთან დაკავშირებულ სფეროში;
** მოლაპარაკების წარმოებით განსაკუთრებული უნარი (როგორც წერილობითი ასევე ზეპირსიტყვიერი)
** პრეზენტაციის უნარი

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
დასვენების დღეები : კვირაში 2 დღე
ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 10 ივლისამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge.

სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს გასტრონომ საქართველო) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე