Робота для біженців з України
რეგისტრატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
შპს "ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. #2/პუშკინის #164

პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნა და მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება (სასურველია უმაღლესი განათლება სამედიცინო სპეციალობაში);
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** ბოლო სამუშაო ადგილიდან სარეკომენდაციო წერილი;
** სამედიცინო დოკუმენტაციაში საიდენტიფიკაციო და სარეგისტრაციო მონაცემების შევსების უნარი;
** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში, მსგავს პოზიციაზე).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პაციენტზე ორიენტირებულობა;
** კომპანიისადმი ლოიალური დამოკიდებულება;
** თავაზიანობა;
** მოწესრიგებულობა - მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, დავალებების დადგენილ ვადებში დასრულება, დეტალებისადმი ყურადღება და კარგი მეხსიერება;
** კომუნიკაცია - აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა წერითი და ზეპირი სახით, პროფესიული მიმოწერის წარმოება (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია);
** მათემატიკური, ლოგიკური აზროვნება;
** სუბორდინაცია;
** გუნდური მუშაობისადმი მზაობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hr@brchospital.ge, სასურველია რეზიუმეს დაურთოთ რეკომენდაციები, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე