დასახელება:
საზ. ურთიერთობის, კომუნიკაციის და ფონდების მოძიების სპეც.
|
მომწოდებელი:
საქართველოს კარიტასი
|
გამოქვეყნდა: 11 ივნისი
/ ბოლო ვადა: 25 ივნისი
|
"საქართველოს კარიტასი" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციის და ფონდების მოძიების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა:
** პროგრამა/პროექტი: სოციალური დაცვის პროგრამა
** დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 20 საათი
** ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის
** ხანგრძლივობა: უვადო, სამთვიანი გამოსაცდელი ვადით;
** ადგილმდებარეობა: ჰიბრიდული: ონლაინ / თბილისი, დიდუბე, თ.ერისთავის #23
** ანაზღაურება: 700-800 ლარი (ხელზე ასაღები)
პროგრამის შინაარსი: პროგრამის მიზანია, მოწყვლადი მოსახლეობის სოციალური დახმარება და საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილება, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ღირსების დაცვა.
სამუშაო მიზანი: საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციის და ფონდების მოძიების სპეციალისტი პასუხისმგებელია განახორციელოს ზოგადად სოციალური დაცვის პროგრამით და მასში არსებული პროექტებით გათვალისწინებული საქმიანობის დროული, ეფექტური გაშუქება და მხარდაჭერა.
სამუშაო ვალდებულებები:
საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR):
ცნობადობა:
** PR სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება სოციალური დაცვის პროგრამის ცნობადობის ამაღლებისთვის.
** საჭიროების შემთხვევაში ღონისძიებების, პრესკონფერენციებისა და მედიასთან შეხვედრების ორგანიზება პროგრამის აქტივობების გასაზიარებლად.
** პროგრამის სოციალური ქსელების/ვებ-გვერდის მართვა.
მედიასთან ურთიერთობა:
** ჟურნალისტებთან, ბლოგერებთან და მედია საშუალებებთან ძლიერი ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება.
** საჭიროების შემთხვევაში პრესრელიზების, სტატიებისა და მედიისთვის შეთავაზებების მომზადება პროგრამის წარმატების ისტორიებისა და ძირითადი ინიციატივების შესახებ.
რეპუტაციის მართვა:
** სოციალური დაცვის პროგრამის საზოგადოებრივი აღქმის მონიტორინგი და მართვა.
** ნებისმიერი ნეგატიური გამოხმაურების ან კრიზისის მართვა ეფექტური და მკაფიო კომუნიკაციით.
კომუნიკაცია:
კონტენტის შექმნა:
** სხვადასხვა პლატფორმისთვის, მათ შორის საინფორმაციო ბიულეტენებისთვის, ბლოგებისთვის, სოციალური მედიისთვის და ანგარიშებისთვის მასალების შექმნა.
** პროგრამის ბენეფიციარების ისტორიების, მიღწევებისა და შემოწირულებების მნიშვნელობის გაშუქება.
ბრენდინგი:
** ყველა საკომუნიკაციო მასალის შეთანხმება საქართველოს კარიტასის მისიის, ხედვისა და ბრენდის პრინციპებთან.
** ყველა პლატფორმაზე შეტყობინებების თანმიმდევრულობის უზრუნველყოფა.
შიდა კომუნიკაცია:
** თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან ორგანიზაციის შიდა კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად.
** პროგრამის განახლებებისა და ძირითადი ინფორმაციის გაზიარება შიდა დაინტერესებულ მხარეებთან.
** კარიტასის საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის დეპარტამენტის მენეჯერთან კომუნიკაციის შენარჩუნება და საჭიროების შემთხვევაში აქტივობების შეთანხმება.
** კარიტასის საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის დეპარტამენტის მიერ პროგრამების PR სპეციალისტებისთვის ორგანიზებულ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება.
ფონდების მოძიება:
დონორებთან ურთიერთობა:
** მენეჯერის დახმარება ამჟამინდელ და პოტენციურ დონორებთან, სპონსორებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის განვითარებაში და გაღრმავებაში
** მენეჯერი დახმარება გრანტების მიღებისათვის განაცხადებისა და შეთავაზებების მომზადებაში
კამპანიების განვითარება:
** ფანდრაიზინგ კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, მათ შორის ონლაინ ინიციატივები, ღონისძიებები და კორპორაციული სპონსორობა.
** მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენება კონკრეტული დონორთა სეგმენტების მიზანში მისაღებად და დასაინტერესებლად.
ანგარიშგება და მადლიერება:
** მენეჯერის დახმარება დონორებისთვის პროექტების შედეგებისა და ეფექტიანობის შესახებ ანგარიშების და განახლებების მომზადებაში
** მენეჯერის დახმარება დონორებისთვის მადლიერების გამოხატვაში
ზოგადი:
** მონაწილეობა მიიღოს სოციალური დაცვის პროგრამის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში;
** ორგანიზება გაუწიოს პროგრამის/პროექტების ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარებას;
** მენეჯერს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით;
** მონაწილეობა მიიღოს ახალი ინიციატივებისა და აქტივობების დაგეგმვა/შემუშავებაში;
** ფოტო და ვიდეო მასალის შექმნა;
** მონაწილეობა მიიღოს პროგრამის თანამშრომელთა საერთო შეხვედრებში;
** მოვალეა იყოს პროგრამის გუნდის აქტიური წევრი.
** საჭიროების შემთხვევაში სურათების, გრაფიკული ნახატების, მედია კონტენტის შექმნა/რედაქტირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება, გამოცდილება, უნარები
აუცილებელია:
** უმაღლესი განათლება,
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა
** მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
სასურველია:
** რუსული ენის ცოდნა
** გრაფიკული დიზაინის პროგრამების ცოდნა (Photoshop, Corel Draw, Illustraitor, ა.შ.)
** ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარი
** დროის მართვის/ საკუთარი განრიგის ორგანიზების უნარი
** როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად მუშაობის უნარი
პიროვნული მახასიათებლები
აუცილებელია:
** გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა
** პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური
** მოქნილი, ღია მუდმივი ცვლილებებისადმი და მზადყოფნა სწავლისადმი
** წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება
** როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენისა და დამოუკიდებლად სამუშაოს შესრულების უნარი
** სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა
** მიმღებლობა ნებისმიერი კატეგორიის ბენეფიციართან მუშაობისას
განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელ. მისამართზე: ani.ergemlidze@caritas.ge
გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ: "PR სპეციალისტის ვაკანსია".
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების შემოტანის პერიოდის დასრულების შემდეგ.
ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის გარეთ:
** განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 11.06.2025
** განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 25.06.2025
ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.caritas.ge; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial/;
|
|
|
|