დასახელება:
ჰოსტი
|
მომწოდებელი:
თიბისი კონცეპტი
|
გამოქვეყნდა: 11 ივნისი
/ ბოლო ვადა: 11 ივლისი
|
"თიბისი კონცეპტის" მულტიფუნქციური სივრცე აცხადებს ვაკანსიას ჰოსტის პოზიციაზე მარჯანიშვილის ისტორიულ შენობაში, "თიბისი კონცეპტმა" ახალი შესაძლებლობებისთვის სრულიად განსხვავებული მულტიფუნქციური სივრცე შექმნა.
სივრცე თიბისის განახლებული პერსონალური საბანკო მომსახურების კონცეფციის ნაწილია, რომელშიც გაერთიანებულია, საგამოფენო და საპრეზენტაციო დარბაზები, ბიბლიოთეკა, კაფე, საერთო-სამუშაო სივრცე, თვითმომსახურებისა და პერსონალური საბანკო მომსახურების ზონები.
სამუშაო აღწერა
** დაადგინოს სივრცეში შემოსული ნებისმიერი სტუმრის საჭიროება და გადაამისამართოს შესაბამისად.
** მომხმარებელს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია მულტიფუნქციურ სივრცეზე.
** სტუმრის ინტერესიდან გამომდინარე დაათვალიერებინოს და უფრო დეტალურად გააცნოს სერვისები.
** მუდმივად აკონტროლოს სამუშაო სივრცე, უზრუნველყოს ჯავშნები ელექტრონულად.
** ზედამხედველობა გაუწიოს სივრცეს და მასში არსებულ პროცედურებს.
** მაღაზია "კოლექცია" -ს პროდუქციის გაყიდვებზე მუშაობა და სრულფასოვნად ცოდნა.
** ფლობდეს სრულ ინფორმაციას, დღის სიახლეებისა და ღონისძიებების შესახებ.
აუცილებელი მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი.
გრაფიკი: კვირაში 5 დღე/ დღეში 8+1 საათი
ანაზღაურება: 1100₾
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას;
** კვებას;
** ფიტპასს;
** პროფესიულ განვითარებას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ CV გამოაგზავნოთ მეილზე: vacancy@tbcconcept.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.
გაცნობებთ, რომ შპს "მარჯანიშვილი 7 " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
შპს "მარჯანიშვილი 7" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
|
|
|
|