Робота для біженців з України
Parfois-ის მაღაზიის ასისტენტ მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Parfois-ის მაღაზიის ასისტენტ მენეჯერი
მომწოდებელი: Cenomi Retail Georgia
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
"Cenomi Retail" მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.

Cenomi Retail 30-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Marks & Spencer, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Sergent Major, Monsoon, Zippy, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას სითი მოლში საბურთალოზე, თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა და მერანი მოლში.

"Cenomi Retail" აცხადებს ვაკანსიას მაღაზია "Parfois"-ის მაღაზიის ასისტენტ მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში, Grand Mall-ში.

განსახორციელებელი საქმიანობა:

** მაღაზიაში მიმდინარე პროცესების მართვა, გამართული სამუშაო პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი
** მაღაზიის პერსონალის ეფექტური მართვა და შესრულებული სამუშაოს კონტროლი
** მაღაზიაში პროდუქციის მარაგისა და ასორტიმენტის დროულად მიღების, სავაჭრო დარბაზში განთავსებისა და დასაწყობების კონტროლი
** მაღაზიის პერსონალის მუდმივი გადამზადება, განვითარება, შეფასება, თანამშრომლების მოტივაციის ამაღლება და პროდუქტიულობის მაქსიმალურად გაზრდა
** ყოველთვიური გაყიდვების გეგმის მიღწევის ორგანიზება, გაყიდვების ამსახველი ანგარიშის წარმოება
** ყოველდღიური სალარო ოპერაციებისა და უსაფრთხოების ზომების შესაბამისობის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** გუნდის მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი
** სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** კორპორატიულ დაზღვევას
** წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: https://hel-ai.com/apply/FFY7xYHb
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე