დასახელება:
დაგეგმარების განყოფილების თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
აჭარა ტექსტილი
|
გამოქვეყნდა: 11 ივნისი
/ ბოლო ვადა: 11 ივლისი
|
"აჭარა ტექსტილი" აცხადებს ვაკანსიას დაგეგმარების განყოფილების თანამშრომლის თანამდებობაზე.
მდებარეობა: ქ. რუსთავი, გაგარინის ქ. 20
ხელფასი : გამოსაცდელ ვადაში 850-1000 ლარი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ძირითადი მოთხოვნა-მოვალეობები:
** მათემატიკური უნარები (საშუალო დონე)
** საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა
** შეკვეთების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და შესაბამისი პასუხისმგებლისათვის ინფორმაციის დროულად მიწოდება
** შესაკერი ნაწარმის შესახებ ჩატარებული კრებების ჩანაწერების გაკეთება, მიღებული გადაწყვეტილებების წარმოებაში გასაჯაროება და სისტემატური კონტროლი
** მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა
** ოპერატიულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირება და ვადების კონტროლის უნარი
** მაღალი სამუშაო ეთიკა და დისციპლინა
** გუნდური მუშაობის უნარი და დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი
დამატებითი ინფორმაცია: პირველი 3 თვე ჩატარდება შესაბამისი სწავლება
საკონტაქტო ელფოსტა: nana.dundua@kartlitextile.com
კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "აჭარა ტექსტილეში" არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე, მის მიერ წარმოდგენილ განაცხადში და მასზე დართულ დოკუმენტებში მითითებული პერსონალური მონაცემები გამოყენებულ იქნება კონკურსის მიზნებისთვის, საკონკურსო პირობებთან კანდიდატის შესაბამისობის დასადგენად.
ამასთან, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატის მიერ კონკურსის ეტაპზე წარმოდგენილი მონაცემები გამოყენებულ იქნება შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისთვის კანონმდებლობით და დაწესებულების შიდა მარეგულირებელი აქტებით გათვალისწინებული პროცედურის უზრუნველსაყოფად და შესაბამის შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებით, დაწესებულებისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნით.
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ. ამასთანავე, უფლებამოსილი ხართ, ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ გაცხადებული თანხმობა, იმავე ფომით რა ფორმითაც განაცხადეთ თანხმობა.
|
|
|
|