Робота для біженців з України
სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: ოლივანდერ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
ფილმებისა და ანიმაციების ლიცენზირებული პროდუქციის მაღაზიათა ქსელი შპს "ოლივანდერ ჯგუფი", რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ოპერირებს და მთელი საქართველოს მასშტაბით 7 ბრენდულ ობიექტს მართავს, აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები და ანაზღაურება:

სამუშაო გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 800 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ბრენდების სოციალური მედიის არხების (Facebook, Instagram, YouTube, Tiktok) მართვა და განვითარება;
** სოციალური მედიის არხების განვითარების სტრატეგიის შემუშავება და აღსრულება;
ქოფირაითინგი;
** სოციალურ ქსელში მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვაში და აღსრულებაში მონაწილეობის მიღება;
** ვიდეო კონტენტის გადაღება;
** ელექტრონული კომერციის საიტის მართვა;
** თანამედროვე ტრენდების გაცნობა და კომპანიის ბრენდების სპეციფიკაზე მორგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ფილმების, ანიმაციების და ანიმეების ცოდნა - აუცილებელი;
** Facebook Ads Manager-ის და Meta Business Suite-ის ცოდნა;
** სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველი);
** ინგლისური ენის ცოდნა;
** შემოქმედებითი წერის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე: Vacancy@ollivandergroup.com და მეილის Subject-ის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე