დასახელება:
საოპერაციო დირექტორი
|
მომწოდებელი:
კაპიტალ მეინთენანს
|
გამოქვეყნდა: 11 ივნისი
/ ბოლო ვადა: 11 ივლისი
|
"კაპიტალ მეინთენანს" - თანამედროვე შენობების მართვის და მოვლა-პატრონობის ახალი სტანდარტია.
"კაპიტალ მეინთენანს" ამიერკავკასიაში მოქმედი ინოვაციური საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც რევოლუციას ახდენს შენობების მართვის და მოვლა-პატრონობის სფეროში.
"კაპიტალ მეინთენანს" ქმნის ინოვაციურ ეკოსისტემას, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, საერთაშორისო გამოცდილებასა და პერსონალიზებულ მიდგომებს. მომხმარებლებს შესთავაზებს უნიკალურ, უმაღლესი დონის სტანდარტების, ახალ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ მომსახურებას, როგორც საცხოვრებელი, ასევე ბიზნეს ცენტრების შენობების მართვის, მოვლა-პატრონობის, უსაფრთხოების და უსაფრთხო გარემოს შექმნის მიმართულებით. იგი ჩართული იქნება მშენებლობის დაწყების პროცესიდან და კონსულტაციას გაუწევს კომპანიებს საუკეთესო გადაწყვეტილებების მისაღებად.
ჩვენი მიზანია შევქმნათ სივრცეები, სადაც ადამიანები თავს იგრძნობენ კომფორტულად, დაცულად და ფასეულად.
"კაპიტალ მეინთენანს"-ის გუნდში ვეძებთ გამოცდილ საოპერაციო დირექტორს, რომელიც საწყის ეტაპზევე ჩაერთვება პროექტში და მონაწილეობას მიიღებს უნიკალური, ინოვაციური მომსახურების შექმნაში, რომელიც განსაზღვრავს შენობების მართვის და მოვლა-პატრონობის ახალ სტანდარტს ამიერკავკასიაში.
ჩვენ გთავაზობთ მუშაობას უნიკალურ გუნდში უნიკალური გამოწვევებით.
ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ადგილზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00.
პოზიციის ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის საოპერაციო მიმართულების განვითარება ევროპული სტანდარტების შესაბამისად;
** ბიზნესის წარმატებისთვის კომპანიის საჭიროებების იდენტიფიცირება, გადაწყვეტილებების მიღება და შესაბამისი მხარეების განვითარება კომპანიის ზრდასთან მიმართებაში;
** ბიზნეს პროცესების პოლიტიკების, პროცედურებისა და საუკეთესო პრაქტიკების შემუშავება და განხორციელების ზედამხედველობა;
** მაღალკვალიფიციური გუნდის წევრების და კონტრაქტორების შერჩევა შემდეგი მიმართულებით:
უსაფრთხოება;
** დასუფთავება;
** მებაღეობა;
** ტექნიკური სამსახური;
** პერსონალის და კონტრაქტორების კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა სტანდარტული საოპერაციო პროცედურების მიხედვით, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტთან ერთად;
** პერსონალის და კონტრაქტორებისთვის სამუშაოს დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;
** პერსონალის და კონტრაქტორების სტანდარტულ საოპერაციო პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა ყოველდღიურ საქმიანობაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცოდნა და უნარები:
** ინოვაციური მიდგომებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვის მრავალმხრივი გამოცდილება;
** სამშენებლო და დაკავშირებულ სფეროებში პროექტების მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** მმართველობით პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპლექსური პროექტების და მულტიდისციპლინური გუნდის მართვის გამოცდილება;
** შენობების მოვლა-პატრონობის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საერთაშორისო სერტიფიკატები პროექტების მართვის და/ან მატერიალური აქტივების მართვის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** შენობების და მშენებლობასთან დაკავშირებული სახელმწიფო და საერთაშორისო რეგულაციების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მშენებლობის, ინჟინერიის და დაკავშირებულ დისციპლინებში;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარები;
** სტრატეგიული აზროვნება.
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე hr@capital.com.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: განმცხადებლის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და მატერიალური სახით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|