Робота для біженців з України
დისპეტჩერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისპეტჩერი
მომწოდებელი: გრინვეი ლოჯისტიკ
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
"გრინვეი ლოჯისტიკი" არის სრულმასშტაბიანი ლოგისტიკური კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ლოგისტიკის სრულ ციკლს ჩინეთში, ევროპაში, თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებში. კომპანია დაარსდა 2012 წელს და დღეის მდგომარეობით ფლობს ფილიალს სლოვაკეთში და საწყობს ჩინეთში. მომავალში იგეგმება საწყობების გახსნა ევროპაშიც. გახსნის პროცესშია საწყობი ლილოში, სადაც "გრინვეი ლოჯისტიკი" განახორციელებს ოპერირებას.
ლოგისტიკის ინდუსტრიაში "გრინვეი ლოჯისტიკს" უკავია მოწინავე პოზიცია და ქმნის ახალ ტექნოლოგიებს და ინოვაციურ სტანდარტებს საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვაში.

უფრო ვრცლად კომპანიის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ლინკს: http://www.gwl.ge

შპს "გრინვეი ლოგისტიკი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს შვილობილი კომპანიისთვის დისპეტჩერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
** ეფექტურ საბონუსე სისტემას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

მოვალეობები:

** მძღოლებთან დაკავშირება და მოლაპარაკებების წარმოება;
** ინფორმაციის მიღება და შესაბამის პირებზე ინფორმაციის გადაცემა (მაგ: მძღოლებზე, გაყიდვების მენეჯერი, ლოგისტიკის მენეჯერის და ა.შ.);
** გრაფიკის შედგენა და კონტროლი;
** პრობლემურ სიტუაციებზე რეაგირება და მათი გადაჭრის გზების მოძიება;
** მონაცემების აღრიცხვა და დოკუმენტაციის წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში მესამე პირებთან კომუნიკაცია (მაგ: კლიენტთან, პარტნიორთან და ა.შ.);
** ყოველდღიური და ყოველკვირეული ანგარიშსწორების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** სასურველია თურქული ენის ცოდნა, მაგრამ არა აუცილებელი;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მაგრამ არა აუცილებელი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office) სამომხმარებლო დონეზე

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** კლიენტზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 117 136 ან გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით, ელმისამართზე: vacancy@gwl.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "დისპეჩერი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "გრინვეი ლოგისტიკი" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "გრინწეი ლოგისტიკი" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.

შპს "გრინვეი ლოგისტიკი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე