დასახელება:
კონტენტ კრეატორი
|
მომწოდებელი:
ფანკი ბრენდს
|
გამოქვეყნდა: 11 ივნისი
/ ბოლო ვადა: 11 ივლისი
|
საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანია "ფანკი ბრენდს" ეძებს თანამშრომელს კონტენტ კრეატორის პოზიციაზე. კომპანია საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია საერთაშორისო მაღალი ხარისხის ბრენდებით, როგორიცაა "Franui", "Brite" და "Natrue".
ჩვენ სწრაფად ვიზრდებით და ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე გუნდის წევრს, რომელიც დაგვეხმარება საუკეთესო ბრენდული გამოცდილების შექმნაში.
სოცქსელები:
Franui Instagram: https://www.instagram.com/franui.ge?igsh=cHdieXlpeThmbHdz
Franui FB: https://www.facebook.com/share/1BchX13ZGa/?mibextid=wwXIfr
Franui TikTok: https://www.tiktok.com/@franui.ge?_t=ZS-8vyFeJlZg1t&_r=1
Brite Instagram: https://www.instagram.com/britedrinksgeorgia?igsh=c3Zvb3NsYmxpejJ5
Brite FB: https://www.facebook.com/share/1ABGxSwrw2/?mibextid=wwXIfr
Brite TikTok: https://www.tiktok.com/@brite.georgia?_t=ZS-8vyFimJgrSO&_r=1
Funky website: https://www.funkybrands.ge/
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი, ჰიბრიდული.
სამუშაო აღწერილობა:
** იდეის მოფიქრება და სცენარის გაწერა TikTok კონტენტისთვის;
** ვიდეოების გადაღება და დამონტაჟება TikTok გვერდზე დასადებად;
** ინტერაქციული კონტენტის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობის მიღება ვიდეოში;
** თვის ჭრილში ბრენდზე 8-12 ვიდეოს მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კონტენტ კრეატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ვიდეოების მონტაჟის გამოცდილება;
** ვიდეომონტაჟის აპლიკაცია "CupCut"-ში მუშაობის გამოცდილება.
რატომ "ფანკი ბრენდს"?
** იქნები მხიარული, კრეატიული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის ნაწილი;
** შესაძლებლობა გექნება იმუშაო საინტერესო და ინოვაციურ ბრენდებთან;
** შესაძლებლობა გექნება ხელი შეუწყო ჩვენი ბრენდების აღქმასა და პოპულარობას საქართველოში.
ჩვენი ღირებულებები:
** გამჭვირვალობა და ნდობა - ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია კომპანიის ყველა დონეზე მნიშვნელოვანია. ის ზრდის ნდობას და კოლაბორაციას როგორც კომპანიის შიგნით გუნდში, ასევე მის გარეთ ყველა პარტნიორთან;
** ინოვაცია და ადაპტაცია - ჩვენ მივყვებით უახლოეს ციფრულ ტენდენციებს და მზად ვართ მუდმივად მოვახდინოთ ადაპტაცია, რათა ჩვენს მომხმარებლებს ბაზარზე არსებული უახლესი ინოვაციური პროდუქტები გავაცნოთ;
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა - ჩვენი ბრენდები, პარტნიორები და საბოლოო მომხმარებლები არიან ყველაფრის ცენტრში. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ის პროდუქცია და სერვისი მივაწოდოთ მათ, რაც ემთხვევა მათ საჭიროებებს და აუმჯობესებს მათ ცხოვრების ხარისხს;
** დისტანციურად-მოქნილი კულტურა - პრიორიტეტს ვანიჭებთ მოქნილობას და დისტანციურ მუშაობას, რაც საშუალებას აძლევს ჩვენს გუნდს მიიღოს მაქსიმალური ღირებულება ცხოვრებისგან. მიუხედავად ლოკაციისა, ვინარჩუნებთ მაქსიმალურ ჩართულობას და პროდუქტიულობას, მაღალი პერსონალური მოტივაციის ხარჯზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: info@funkybrands.ge
|
|
|
|