Робота для біженців з України
ლოგისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: Gold Way Group
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია "Gold Way Group" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

https://goldway.com.ge/
https://www.facebook.com/goldwayco

სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 12, აქსისის ბიზნეს ცენტრი.
ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად)

ძირითადი მოვალეობები:

** სახმელეთო/საზღვაო/საჰაერო გადაზიდვების წარმოება
** შეკვეთის მიღება/დამუშავება
** პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება
** გადაზიდვების დაგეგმარება და განხორციელება
** გადაზიდვის პროცესის მონიტორინგი
** დოკუმენტაციის შესაბამისი განყოფილებისთვის მიწოდება
** ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან

სავალდებულო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** სახმელეთო/საზღვაო/საჰაერო გადაზიდვების წარმოების გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე და სიზუსტეზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევა;
** Fitpass;
** თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემო;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე: https://buildsmart.ge/job-apply/logistikis-menejeri/3/b095a36694d4d8f1f91577ff8ac535f8 ან შემდეგ ელმისამართზე: hello@goldway.com.ge სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ლოგისტიკის მენეჯერი

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე