Робота для біженців з України
მძღოლი-დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ჯეი ეფ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
საქართველოში უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯეი ეფ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-დისტრიბუტორის პოზიციაზე თბილისში.

შპს "ჯეი ეფ ჯორჯია" დაარსდა 2015 წელს და ახორციელებს სხვადასხვა საქონლის (თმის მოვლის საშუალებები, ელექტრო საქონელი, აქსესუარები, ავეჯი და ა.შ.) საბითუმო და საცალო ვაჭრობას. კომპანიის ძირითადი მომხმარებლები არიან სილამაზის სალონები, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი 09:30-დან 18:00 საათამდე, შაბათი 09:30-დან 14:00 საათამდე
მის: ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩა # 37ა

ძირითადი მოთხოვნები:

** მძღოლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა (სედანი) (უმჯობესია გაზზე მომუშავე)
** მართვის მოწმობა B-კატეგორია;
** შეკვეთილი პროდუქციის მითვლა საწყობიდან და მიწოდება სავაჭრო ობიექტებისთვის ზედნადებში გაწერილი რაოდენობებისა და სახეობების მიხედვით. დღის განმავლობაში 20- შეკვეთის მიწოდების უზრუნველყოფა;
** ავტომობილის მოვლა-პატრონობის საბაზისო ცოდნა და გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
** შრომისმოყვარეობა; 
** გუნდურობა; 
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი. 

მოვალეობები:

** განახორციელოს, შეკვეთილი პროდუქციის ტრანსპორტირება ავტომობილით;
** მიიღოს მონაწილეობა უშუალო დისტრიბუციის პროცესში;
** აკონტროლოს ავტომობილის ტექნიკური მხარე და გადასცეს ინფორმაცია შესაბამის ჯგუფს;
** კომპანია უზრუნველყოფს საწვავის ხარჯს;
** კომპანია უზრუნველყოფს სავალი ნაწილების აღდგენას

დაინტერესების შემთხვევაში გადმოგზავნეთ თქვენი CV /რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@junglefever.ge სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელებაში რომელ პოზიციაზე აგზავნით რეზიუმეს. წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე